სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ არ იყოთ მოსაწყენი მასწავლებელი? - 10 მარტივი დეტალი დაგეხმარებათ
11-06-2020
-
+


როგორ შეიძლება გავხადოთ სწავლების პროცესი ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო სასიამოვნო? - ეს შეკითხვა ბევრ მასწავლებელს აწუხებს.

იმისთვის, რომ მოსაწყენი მასწავლებელი არ იყოთ, გირჩევთ, შემდეგი დეტალები გაითვალისწინოთ:

  • მოსწავლეებთან ერთად სიახლეები აღმოაჩინეთ
ბევრად სახალისოა, როდესაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად სწავლობენ. თქვენი სამსახური სწავლებაა, მაგრამ ყოველი დღე მოსწავლეებთან ერთად აღმოჩენებით რატომ არ უნდა გაიმხიარულოთ?

  • გაკვეთილი „საიდუმლოებებით დატვირთეთ“
სწავლება სახალისოა, როდესაც სიურპრიზებითაა სავსე. გაკვეთილი დაიწყეთ სახალისო ამბებით, რომელიც თემასთან იქნება დაკავშირებული. მოსწავლეები დასაწყისშივე საგონებელში უნდა ჩააგდოთ, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში დასმული საკითხის გამოკვლევას ცდილობდნენ.

  • აჩვენეთ, რომ მათზე ზრუნავთ
გაიღიმეთ, შექმენით მხიარული ატმოსფერო და ნუ შეგეშინდებათ, რომ ამით ავტორიტეტს დაკარგავთ.

  • პროექტებში ჩაერთეთ
სხვადასხვა პროექტში ჩართვა თქვენთვის და მოსწავლეებისთვისაც სახალისო და საინტერესო იქნება.

  • გაკვეთილის ჩატარების მეთოდები ცვალეთ
თუ ატყობთ, რომ საზღვრებში მოექეცით და ყოველდღე ერთსა და იმავე რაღაცებს აკეთებთ, სწავლების პროცესი აუცილებლად უნდა გადაახალისოთ. წლების განმავლობაში სკოლაში სწავლება თქვენში ავტომატურ ქცევებს ჩამოაყალიბებს, ამიტომ ხანდახან უნდა ერიდოთ მათ. გახსოვდეთ, რაც არ მოგწონთ თქვენ, არ მოეწონებათ მოსწავლეებსაც.



  • განვლილ მასალებს გადაახედეთ
სწავლებისას მნიშვნელოვანია განვლილი მასალა გაამეორებინოთ. ამას კვირაში ერთი ან ორი საათი შეგიძლიათ დაუთმოთ.

  • ემოციები გააზიარეთ
მოსწავლეებს ემოციები გაუზიარეთ. გაკვეთილზე თქვენ თუ კარგად გრძნობთ თავს, იზრდება შანსი, რომ მოსწავლეებმაც კომფორტულად იგრძნონ თავი.

  • მოსწავლის ხუმრობაზე გაიცინეთ
მოსწავლეების ხუმრობაზე გაიცინეთ და შეეცადეთ მათთან ერთად მხიარული გარემო შექმნათ.

  • სცადეთ კვლავ იყოთ მოსწავლე
დაჯექით მოსწავლეების გვერდით და მათ სთხოვეთ თემაზე ისაუბრონ, გასწავლონ. მოიქეცით როგორც მოსწავლე და მათ თქვენი პრეზენტაციებიც შეაფასებინეთ.

  • საკუთარი თავისა და თქვენი საგნის მიმართ ზომიერად სერიოზულები იყავით
გახსოვდეთ, რომ მოსწავლეები სხვადასხვა საგანს სწავლობენ და ხანდახან მათი ინტერესები თქვენი საგნისას არ ემთხვევა. ამაზე უარყოფითი რეაქცია არ უნდა გქონდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი თქვენი გაკვეთილის წესებს არ უნდა მიყვნენ და დავალებები არ შეასრულონ. 

სცადეთ გაიგოთ თქვენს მოსწავლეებს რა აინტერესებთ. ეს დაგეხმარებათ მოსწავლეების ინტერესი თქვენს საგანს დაუკავშიროთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება