სიახლეები
სამასწავლებლო

„მოსწავლეები ერთმანეთს Etaloni.ge-ზე წაკითხული უცხო სიტყვების მნიშვნელობას ეკითხებიან და ასე ეუფლებიან სახელმწიფო ენას“
11-12-2019
-
+


Etaloni.ge-სთან თანამშრომლობაზე საუბრისას, სხვადასხვა სკოლის დირექტორები რამდენიმე ძირითად ასპექტს აღნიშნავენ და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათ შორის, მოსწავლეების ჩართულობაა. რაც მეტად აქტიურობს მოსწავლე, მით კმაყოფილია პედაგოგიცა და მშობელიც, თუმცა ეს საკითხი შედარებით რთულადაა არაქართულენოვან სკოლებში.  საიტზე მათი ჩართულობიდან და აქტიურობიდან გამომდინარე კი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Etaloni.ge ამ მიმართულებითაც სამაგალითოდ ართმევს თავს ამბიციურ გამოწვევას -  ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფოს ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მოსწავლეებს კი ინტეგრაციაში ეხმარება.

ლალაზარ აროიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სასწავლო წელი ენერგიულად დავიწყეთ, მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც მომზადებულები შეხვდნენ სწავლის დაწყებას. ჩვენ სკოლაში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, 3-მა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა და უფროსი გახდა. სკოლაში იმართება ღონისძიებები, ვართ საკმაოდ აქტიურები, თუმცა ამის შესახებ ფართე საზოგადოება ვერ შეიტყობდა, რომ არა Etaloni.ge

ჩვენი სკოლის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები ხელს გვიწყობს, გავხდეთ უფრო პოპულარულები, მოსწავლეებიც ბევრად აქტიურები გახდნენ, მეტად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში; Etaloni.ge ჩვენ მოსწავლეებს სხვა სკოლების წარმომადგენლებთან ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარა; გარდა ამისა, მათ იციან, რომ კონკურენცია დიდია და დაინტერესებულები არიან, უკეთესი პროექტები შემოგვთავაზონ, რათა შექება დაიმსახურონ. მართალია, ჩვენი სკოლა არაქართულენოვანია, თუმცა მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობენ, ერთმანეთს ეხმარებიან, უცხო სიტყვების მნიშვნელობას კითხულობენ და ასე ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რაც მისასალმებელია. ჩვენი ბავშვები სულმოუთქმელად ელიან, როდის გამოქვეყნდება მათი აქტივობები Etaloni.ge-ზე და ეს საკუთრი თავის რწმენას ჰმატებს - ისინი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას.    

ალა ივაჯანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- Etaloni.ge-სთან თანამშრომლობის შედეგია, მოსწავლეების მოტივაციამ რომ მოიმატა. საიტზე  აქტივობების განთავსება უმნიშვნელოვანესია, მით უმეტს, როდესაც არაქართულენოვან სკოლებზე ვსაუბრობთ.

მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა სიახლეს, ურთიერთობენ თანატოლებთან, უკეთ სწავლობენ სახელმწიფო ენას... მართალია, ენობრივი ბარიერი არსებობს, ცოტა უჭირთ, მაგრამ ძალიან მონდომებულები არიან, უცხო სიტყვებს სწავლობენ და უნდათ, უკეთესი შედეგი დადონ. ბავშვები კმაყოფილები არიან და მთავარი ესაა.

ნათელა მანთაშაშვილი - დმანისის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

- როდესაც „ეტალონთან“ თანამშრომლობაზე ვსაუბრობ, რომელიც ორი წელია გრძელდება, შეუძლებელია არ აღვნიშნო Etaloni.ge-ს დამსახურება. საიტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ სხვა სკოლების აქტივობებს, გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება, ასევე სხვა სკოლები გვიფასებენ შრომას, ჩვენმა მოსწავლეებმა კი იციან, რომ მათ ნაშრომს უამრავი ადამიანი ნახავს; ეს უდიდეს სტიმულს აძლევს მოსწავლესაც, მშობელსაც, ხოლო პედაგოგისთვის საამაყოა ყოველი წარმატებული ნაბიჯი. სრულიად სკოლაა ჩართული პროექტშიც, და ყოველი რგოლი - პედაგოგიც, მოსწავლეცა და მშობელიც ცდილობს, სკოლის ნებისმიერი აქტივობა საუკეთესო იყოს.

მაია ისიანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის  საჯარო სკოლის დირექტორი:

- ჩვენი სკოლა მომზადებული შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ორი პედაგოგი უფროსი გახდა, მოსწავლეების უსაფრთხოებაც დაცულია და ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის.

აქტიურად ვართ ჩართულები Etaloni.ge-ში და მოხარულები ვართ, რომ სკოლის ნებისმიერი აქტივობა ოპერატიულად შუქდება. გარდა ამისა, სხვა სკოლების შესახებ ინფორმაციას ვეცნობით, გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, ბავშვებიც მეტად მობილიზებულები არიან და აქტიურობენ. უნდათ, მათ შესახებ ქვეყნის მასშტაბით ყველამ გაიგოს.

მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა აზერბაიჯანულენოვანი, მცირეკონტინგენტინია, ნაკლებია გარესამყაროსთან კომუნიკაცია;  აქ კიდევ ერთი გამოწვევა ენობრივი ბარიერია, თუმცა ცდილობენ, ისწავლონ სახელმწიფო ენა. არაჩვეულებრივად კითხულობენ, აზროვნებენ ქართულად, გვესალმებიან ქართულად... მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია სოფლის მოსახლეობასთან და ფაქტობრივად, სკოლის პედკოლექტივი ესაა ინტელიგენცია, რომელიც მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას რაც განათლების სფეროსა თუ ზოგადად ქვეყანაში ხდება. ინტეგრირება აუცილებელია და ჩვენ თუ  ხელს შევუწყობთ, რაშიც Etaloni.ge ძალიან გვეხმარება, მხოლოდ სასიხარულო იქნება. თუ რაიმე კეთდება ჩვენ სკოლაში, ოპერატიულად შუქდება და სხვა სკოლების შექებასაც ვიმსახურებთ. ესაა მოტივაცია, სტიმული, რომ რაღაც უკეთესი გავაკეთოთ ჩვენი სკოლისთვის.

ლალი მარგიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის წარმომადგენელი:

- წლევანდელი სასწავლო წელი არც ერთს არ ჰგავდა იმიტომ, რომ პენსიონერმა მასწავლებლებმა დატოვეს სკოლა და სევდიანი გაწყობა გვქონდა, თუმცა მაინც მოტივირებულები შევხვდით სასწავლო წელს.

რაც შეეხება Etaloni.ge-სთან თანამშრომლობას, არაქართულენოვანი სკოლისთვის უდიდესი სტიმული და მოტივაცია იყო, როდესაც ჩვენი საშემოდგომო ღონისძიების პირველი ფოტო განთავსდა თქვენს გვერდზე. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცათ მეტი ხალისი, მოტივაცია, სტიმული რომ მეტი აკეთონ, იმუშაონ... ჩვენი სკოლა პასიური ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არავინ აშუქებდა ჩვენ აქტივობებს, დღეს კი ყველა გვიცნობს. მოსწავლეებიც სიხარულით ელიან  გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, რომლებსაც პირადად ეცნობიან და არა მხოლოდ ისინი, მთლიანად სკოლა და მშობლები ჩართულები არიან ამ პროცესში.  

ტატიანა კარევა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- „ეტალონთან“ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ, თავიდანვე ჩავერთეთ პროექტში და ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ურთიერთობით. Etaloni ge-მ კი ბავშვებს მისცა სტიმული, უკეთესი ღონისძიებები დაგეგმონ, სხვა სკოლებიც გამოცდილება გაითვალისწინონ და ჯანსაღ ურთიერთობები დაამყარონ სხვა სკოლების წარმომადგენლებთან.

Etaloni.ge-სთან თანამშრომლობის შედეგები დღითიდღე თვალსაჩინო ხდება ჩვენთვის, მოსწავლეებიც ინტერესით ეცნობიან საიტის სიახლეებს და იციან, რომ მათი აქტივობის შესახებ მთელი ქვეყანა შეიტყობს. ეს სტიმულს აძლევს, განვითარებაში ეხმარებათ და მე, როგორც სკოლის დირექტორი,  კმაყოფილი ვარ - დიდი მადლობა რომ არსებობთ. ჩვენი სკოლის ცხოვრება „ეტალონის“ გარეშე ვეღარ წარმომიდგენია.

თამარ ოძელაშვილი - ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

- ორი წელია Etaloni.ge-სთან ვთანამშრომლობთ და ეს პროცესი ნამდვილად საინტერესოა. წახალისებულია მასწავლებელიცა და მოსწავლეც, როდესაც საკუთარ ნამუშევარს საქვეყნოდ ხედავს და იცის, რომ ამ ინფორმაციას უამრავი ადამიანი გაეცნობა.

ბუნებრივია, სასიხარულოა, სკოლის შესახებ გამოქვეყნებულ დადებით ინფორმაციებს უამრავი ადამიანი რომ ეცნობა, ეს ავტორიტეტს ამაღლებს და მოსწავლეებიც ელიან, როდის გაიჟღერებს მათი სახელი.

ბერნიკ ჰოვსეფიანი - ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

- სწავლა ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ, ღონისძიებით შევეგებეთ პირველკლასელებს - წიგნებიც გადავეცით და მოსწავლეებიც მოტივირებულები არიან, უკეთ ისწავლონ.

რაც შეეხება „ეტალონს“. წლების ვთანამშრომლობთ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ურთიერთობამ თავის შედეგი გამოიღო: მოიმატა მოსწავლეებისა და პედაგოგების მოტივაციამ,ბავშვები ჩართულები არიან Izrune.ge-ს პროექტში და ყოველ ხუთშაბათს, კითხვა-პასუხის რეჟიმში ატარებენ.

მონდომებულები არიან და გულმოდგინედ სწავლობენ ქართულ ენას, საკუთარი თვალით მინახავს, უცხო სიტყვების მნიშვნელობას ერთმანეთს როგორ ასწავლიან. მოხარულები, ვართ, რომ ჩვენ შესახებ უამრავი ადამიანი ფლობს ინფორმაციას და ეს Etaloni.ge-ს დამსახურებაა. ჩვენც ვითვალისწინებთ სხვა სკოლების გამოცდილებას, ვურთიერთობთ და ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი, მით უმეტეს კი, არაქართულენოვანი სკოლებისთვის...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა თეა ყიფიანმა, ქორეოგრაფი კი მალხაზ კოხრეიძე გახლდათ
აღსანიშნავია, რომ „კინგსის“ ოლიმპიადის აქტიური მონაწილეა მე-3 კლასის მოსწავლე გოჩა ნონიაშვილი
მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი შინაარსიანი, საინტერესო და სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება