სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოდიაქოს ერთი ნიშანი, რომლის ყველა თხოვნას შეასრულებენ ამ კვირაში - რომელ ნიშნებს ეწყებათ დეკემბერში ვარსკვლავური პერიოდი?
02-12-2019
-
+


დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, 1 წლის შემდეგ,  გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ტოვებს მშვილდოსნის ზოდიაქოს და გადადის თხის რქაში. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, ეს ნიშნავს ცვლილებებს პოლიტიკაში -  იანვრიდან სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყება. 

ვერძებს, მშვილდოსნებს და ლომებს საუკეთესო კვირა გაქვთ. ხოლო 20 დეკემბრის შემდეგ მთავარი ფავორიტები იქნებიან: თხის რქები, კუროები და ქალწულები. 

ამ კვირას კარგი პერიოდი იწყება. 6-დან 12 დეკემბერი კი ვარსკვლავური დრო იქნება ყველასთვის. 

ამ კვირის ასტოლოგიური პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი - ძალიან აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური ხართ. თქვენი წარმატების შანსი ყველა მხრივ ძალიან მაღალია. თქვენს თხოვნას ყველგან დააკმაყოფილებენ. მთავარია, სხვა ნიშნებმა გაუძლოთ ვერძებს.

კური - უფრო სტაბილური, მშვიდი ხართ. თუმცა მაინც ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. პატარა შეცდომების ტენდენცია იმატებს. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი. 

ტყუპები - ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ, იღბლიანი ხართ. შეგიძლიათ ძალიან კარგი იუმორი გამოავლინოთ, რითიც საოცრად იზიდავთ ადამიანებს. თუმცა წინდაუხედავმა ქმედებებმა ან სიტყვებმა შეიძლება პრობლემები შექმნას პარტნიორულ და საქმიან ურთიერთობაში.

კირჩხიბი - საერთო ჯამში კარგი პერიოდია, თუმცა თქვენი ენერგოტონუსი დაბალია. საქმიანი და მატერიალური კუთხით, კარგი კვირაა, მაგრამ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით.  სარისკო მოქმედებას მოერიდეთ. 

ლომი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შარმიანი ხართ, ძალიან იზიდავთ პარტნიორებს, სასიყვარულო ურთიერთობისთვის კარგი კვირაა. თქვენს ხელში იქნება იღბალი. 

ქალწული - ზედმეტად პირდაპირი ხდებით, შეიძლება პრობლემა შეგექმნათ პარტნიორულ ურთიერთობაში - შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანოთ პარტნიორი. ამიტომ ყურადღებით იყავით. თუ არ გადაიტვირთებით საქმიანი კუთხით შეგიძლიათ კარგი იდეები დასახოთ. რეალიზება გადადეთ. 

სასწორი - ძალიან წარმატებული და იღბლიანი ხართ, ყველა სახის მოლაპარაკება წარმატებით წარიმართება. შეიძლება ახალ რომანტიულ თავგადასავალშიც აღმოჩნდეთ.

მორიელი - ყურადღებით იყავით ფინანსებთან, შეიძლება მოულოდნელმა ხარჯმა მოიმატოს. გაუფრთხილდით ფულს. საქმიანობაში წარმატებული კვირაა. 

მშვილდოსანი - ამ კვირის ნამდვილი ფავორიტი და ყველა მხრივ იღბლიანი ხართ. საქმიანი და პირადი ურთიერთობები თქვენთვის წარმატებული იქნება.     

თხის რქა - რთული პერიოდი გაქვთ, ნუ განმარტოვდებით, ხალხთან ურთიერთობა გჭირდებათ. კონტაქტებისთვის კარგი დროა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაასაიდუმლეთ თქვენი იდეები და პროექტები.  

მერწყული - მეგობრების და კოლეგების თანადგომაზე დაყრდნობით, საინტერესო იდეებს განახორციელებთ. ეს კვირა მთლიანობაში წარმატებულია, როგორ პირადი და საქმიანი ურთიერთობების, ისე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. 

თევზები - არავითარი მელანქოლია და პესიმიზმი. წინა პლანზე წამოწიეთ პოზიტიური განწყობა და ენთუზიაზმი. ყველასგან თანადგომას იგრძნობთ, ყველა თქვენ გეხმარებათ, მეზობლებიც კი. ამ კვირაში გაქვთ კარგი ინტუიცია, რომელიც კარგად უნდა გამოიყენოთ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება