სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

34 წლის კაცი, რომელიც არ იზრდება და ისევ 6 წლის ბავშვს ჰგავს - „არ შემიძლია ცოლი და შვილი მყავდეს“
08-11-2019
-
+


34 წლის ჩინელ ფერმერს, ზუ შენკაის, ტვინის დაზიანების გამო ჯერ კიდევ ბავშვის აღნაგობა აქვს. მას ექვსი წლის ასაკში, თამაშისას, თავში ქვა მოხვდა. მისი სხეულის ზრდის შეჩერების მიზეზი ტვინის იმ ნაწილის დაზიანებაა, რომელიც სხეულის ზრდის ჰორმონებს აკონტროლებს.

ფერმერი, რომელიც სტილისტადაც მუშაობს, ძალიან განიცდის, რომ ოჯახის შექმნა არ შეუძლია. ბავშვური ხმისა და გარეგნობის გამო კი ხშირად პატარა ბიჭი ჰგონიათ.

„ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. არ შემიძლია ცოლი და შვილი მყავდეს. არ შემიძლია დიდი გავიზარდო. ჩემი სხეული ჯერ ისევ მოუმწიფებელია“, - ამბობს ზუ.


ზუ შენკაის ტრამვის დროს თავიდან სისხლი არ წამოსვლია, რის გამოც დაზიანება პრობლემურად არ მიიჩნიეს. შემთხვევის ღამეს ციებ-ცხელება დაეწყო. გამოჯანმრთელების პროცესი მხოლოდ სამი დღის შემდეგ დაიწყო. მშობლებმა ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში წაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ თავში სისიხლის შედედება ჰქონდა. ექიმებმა თავიდან სისხლის გროვა ამოუღეს, ამიტომ მშობლებმა იფიქრეს გამოჯანმრთელდებოდა.

ზუ მომდევნო 3 წლის განმავლობაში სხვა ბავშვებივით უზრუნველად ცხოვრობდა. მაგრამ 9 წლის რომ გახდა, აღმოაჩინა სიმაღლეში აღარ იზრდებოდა და მისი სხეული ისევ ექვსი წლისას ჰგავდა.

მოგვიანებით სხვა საავადმყოფოებში გააგრძელა მკურნალობა. ექიმების რეკომენდაციებით წამლებს ხუთი წელი იღებდა, თუმცა ამანაც ვერაფერი შეცვალა. ის სქესობრივადაც არ მომწიფდა.

დღეს თავს ფერმაში მოსავლის მოყვანით ირჩენს და სალონიც გახსნა, სადაც მეზობლებს ემსახურებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობს ცხოვრებას პოზიტიურად შეხედოს.

„ვხედავ ჩემს თანატოლებს სახეზე ნაოჭები აქვთ, მაგრამ ჩემი სახე ისევ ნაზი და ნაოჭებისგან თავისუფალია“, - ამბობს ის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება