სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი სიგელით დაჯილდოვდა
29-10-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი სიგელით დაჯილდოვდა. 

2019 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ბოლნისის რაიონის წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სიგელები გადასცა.

პედაგოგებს ლამაზი საღამო ბოლნისელმა მომღერლებმა: სალომე წიქორიძემ, ნიკა აბდუშელიშვილმა მიულოცეს.პედაგოგებისთვის გამართულ საღამოს მსახიობი ნატალია ყიფშიძე უძღვებოდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდნენ.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ოცდაორმა, ხოლო მენტორის სტატუსი ერთმა პედაგოგმა მიიღო. დავით შერაზადიშვილმა პედაგოგებს პროფესიული ზრდა მიულოცა და მომავალი თაობის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

წამყვან პედაგოგთა რიგებში აღმოჩნდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი, რომელსაც ღონისძიებაზე ახლდა სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე.

სავანეთის საჯარო სკოლა ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი პედაგოგის სტატუსს კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„საამაყოა, როდესაც პატარა სოფლის სკოლას მრავალი უფროსი და ერთი წამყვანი პედაგოგი ყავს. მასწავლებლის ცოდნის საზომი კი მოსწავლეა. მოსწავლეთა აქტიურად ჩამოყალიბების პროცესი სკოლიდან იწყება. აღზრდა-განათლება მძლავრი სოციალური მექანიზმია, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ადამიანის სოციალიზაცია. სკოლა აძლევს მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს, რომელსაც ვერცერთი ინსტიტუტი ვერ მისცემს. განათლება ადამიანს ეხმარება, რომ ღირსეულად დაიმკვიდროს თავი დღევანდელ საზოგადოებაში, იყო აქტიური მოქალაქე. ეს კი შესაძლებელია კარგი სკოლის და ძლიერი პედაგოგების წყალობით. სავანეთის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი პედაგოგის სტატუსს და წინსვლას, წარმატებებს და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლებას უსურვებს“,-აღნიშნულია სკოლის გამოგზავნილ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება