| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, ქვემო ქართლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რეგიონალური მრგვალი მაგიდა ჩატარდა. პროგრმას PH international და USAID აფინანსებს.
მრგვალი მაგიდის თემა გახლდათ ცვლილებები საგანში - „მოქალაქეობა“. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ცვლილებების გაცნობა, რომელიც იგეგმება საგნის - „მოქალაქეობა“ სწავლებასთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი ნინო გვარამაძე.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო ქვემო ქართლის სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავჯდომარე ლიანა ღუღუნიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდა ბოლნისის სავანეთის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი, რომელიც გაეცნო საგნის სწავლების მიზნებს, ამოცანებს, შეფასების ინდიკატორებს, საკვანძო საკითხებსა და ა.შ. მრგვალ მაგიდაზე განხილული ნებისმიერი სახის ინოვაციური ცვლილებები და მიდგომები საკლასო სივრცეში უნდა დაინერგოს.
„მოსწავლემ უნდა გაიაზროს საკუთარ და სხვის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის არსებული კავშირი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად; გაიაზროს ადამიანის/ბავშვთა უფლებების მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის განახორციელოს კონკრეტული ქმედება; გააცნობიეროს ადამიანთა სპეციფიკური ჯგუფების უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ასეთი მოქალაქეები სჭირდება ქვეყანას“,- აღნიშნავს ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა