სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ყოველთვის პირველი იყო“ - აბაშაში „ეტალონის“ I ტური ჩატარდა
23-10-2019
-
+


22 ოქტომბერს, აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 14  ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი:

„ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი სკოლებში  მაღალ დონეზე ჩატარდა, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული პროექტში. კარგი შედეგები გვაქვს, მოლოდინი გვაქვს, რომ ღირსეული კანდიდატები გავლენ ფინალში.

დრომ დაადასტურა, რომ „ეტალონი“ სიცოცხლისუნარიანი და მეტად საინტერესო პროექტია, რაც მთავარია, მოთხოვნადია სკოლების და მშობლების მხრიდან. მისასალმებელია, რომ უფრო მეტი და მეტი სკოლა ერთვება ამ პროექტში“. 

აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის განათლების სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნათია იობაია:

„ბავშვებს პროექტი „ეტალონი“ ძალიან მოსწონთ. საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, აქტიურად  ჩაერთვნენ მოსწავლეები და თავისთავად, აინტერესებთ ეს პროექტი, მოსწონთ მონაწილეობა“.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა:


რამდენიმე სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ვადევნებდით თვალყურს, ძალიან გამჭვირვალედ, ობიექტურად ჩატარდა I ტური. როგორც ყოველთვის, “ეტალონის“ მხრიდან მოწოდებული ტესტები იყო ძალიან კარგი, გამართული და განათლების რეფორმას აბსოლუტურად მორგებული.

ვემზადებით მუნიციპალური ტურისთვის. „ეტალონი“ აბაშელმა ხალხმა და არამხოლოდ აბაშელებმა, ძალიან შეიყვარა და ძალიან დიდი მოლოდინია ყოველთვის ამ ცოდნის ზეიმის ჩვენს მუნიციპალიტეტში გამართვაზე. ყოველთვის დიდი ხალისით და სიყვარულით ველოდებით ბატონ გოჩას პრეზენტაციის თუ ღონისძიების გამართვის თავისი არაჩვეულებრივი უნარით.

გადაწყდა, რომ წელს მუნიციპალური ტური ჩატარდება ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლაში. მოლოდინის რეჯიმში ვართ.

აბაშის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დოდო დოლიძე:

„ტესტირების პირველმა ეტაპმა ძალინ კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი შედეგები გვაქვს. გვყავს 95 ქულიანი მოსწავლეც. კარგი მოლოდინი გვაქვს, მოსწავლეების დიდმა რაოდენობამ გადალახა ბარიერი. დაახლოებით, ოც მოსწავლეს 78-ზე მაღალი ქულები აქვს. ვფიქრობ, მეორე ტურშიც კარგ შედეგს ვაჩვენებთ. 

რაც შეეხება პროექტს, „ეტალონი“ ძალიან მომწონს. მოსწავლეების ჩართულობა შარშან შედარებით ნაკლები თუ იყო, წელს, 96-მა მოსწავლემ გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა. ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა ჩვენი სკოლისთვის. დაინტერესება და მოტივაცია გაიზარდა მოსწავლეებში, რაც ძალიან მახარებს“.

აბაშის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლიანა მხეიძე: 

„პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, აქტიურობა იყო მაღალი. 76-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები მაღალია, გვყავს 80, 90 და 95 ქულიანი მოსწავლეები. მეორე ტურში ველოდებით წარმატებას. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვების დაინტერესება იყო მაღალი. მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ შედეგებით“.  

საგვაზავოს საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ჯალაღონია:

“ძალიან მშვიდ სიტუაციაში ჩაიარა პირველმა ტურმა.  ბავშვებმა, შეძლებისდაგვარად, უპასუხეს კითხვებს. ბავშვები მოტივირებული იყვნენ. მოსწავლეებს ძალიან უხარიათ „ეტალონის“ ჩატარება, ღირსეულებმა გაიმარჯვეს. მეორე ტურში მონაწილეობას მე-9 და მე-8 კლასიდან თითო-თითო მოსწავლე მიიღებს”. 

საგვაზავოს საჯარო  სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა სახვაძე:

„შედეგებით კმაყოფილი არ ვარ, რადგან მაქსიმალური ქულა 63 აიღეს მოსწავლეებმა. ალბათ, ეს ბავშვების ნერვიულობის  ბრალია. მეორე ტურში აქვთ გამარჯვების სურვილი,  მონდომებულები არიან. თვითონ პროექტი ძალიან მომწონს.  ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობას კარგად აჩვენებს“.  

გაუწყინარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლაშა სურგულაძე:

„პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა. მინუმუმ ორი მოსწავლე აუცილებლად გადავა მეორე ტურში. არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ვიტყვი, რომ „ეტალონი“ ძალიან სასურველი პროექტია. სურვილი გვქონდა, პროექტი დაბრუნებულიყო პირველ არხზე, მოთხოვნაც გავაკეთეთ, თუმცა შედეგი ჯერ არ აქვს. ძალიან კარგი იქნება, რომელიმე არხზე თუ დააბრუნებენ „ეტალონს“.  

ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ კორძახია:

„ტესტირების შედეგებით კმაყოფილი ვარ, ბარიერი გადალახა ხუთმა მოსწავლემ. მეორე ტურში ველოდებით ფინალში გასვლას. რაც შეეხება პროექტს, „ეტალონი“ ყოველთვის პირველი იყო, ძალიან დიდ პატივს ვცემ და საჭიროდ ვთვლი“. 

ძველი აბაშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარიამ პერტენავა:

„პირველი ეტაპის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. 70 ქულა დაფიქსირდა ყველაზე მაღალი. მეორე ტურისთვის უფრო მეტად მოვემზადებით და კარგ შედეგს ველოდებით. რაც შეეხება პროექტს, ძალიან  მოგვწონს და დადებითად ვაფასებთ“.

გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე:

„პროექტი ძალიან მოგვწონს, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მაღალ ქულიანიც გვყავს. მათ  გამოამჟღავნეს ის ცოდნა, რომელიც სკოლამ მისცა. მეორე ტურში ველოდებით დადებით შედეგს“.

გეზათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ხომერიკი:

„პირველი ტურის შედეგებით უკმაყოფილოები არ ვართ, თუმცა უფრო მეტსაც მოველოდით. ის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი ქულები აიღეს, ვფიქრობ, მეორე ტურისთვის უკეთ წარმოაჩენენ თავს. 

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ის ხელს უწყობს მოსწავლეების ინტელექტუალურ განვითარებას“. 


ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ესიავა:

„პირველ ტურზე მოსწავლეების აქტივობა მაღალი იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ამ პროცესში. მათ მოსწონთ პროექტი „ეტალონი“ და მეორე ტურისთვის დადებითი მოლოდინი აქვთ, იმედით არიან და ფიქრობენ, რომ გაიმარჯვებენ. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან მეორე ტურს”.

ონტოფოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გოგიტა ნადარეიშვილი: 

„ტესტირების პირველმა ეტაპმა ნორმალური შედეგები აჩვენა. მაგალითად, სამმა მოსწავლემ მიიღო 75 ქულა, ასევე გვყავს 60 ქულიანებიც, მეორე ტურისთვის მოსწავლეები უკვე მომზადებულნი არიან. 

„ეტალონი“ ძალიან მოგვწონს. მე რომ მოსწავლე ვიყო, აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას, კარგი პროექტია. ბავშვებს ხელს უწყობს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. პირველ რიგში, ეს პროექტი ქვეყანას ემსახურება, იმიტომ რომ მოსწავლეების ცოდნის დონე მაღლდება და მათ ეძლევათ საშუალება, წარმატებებს მიაღწიოს ცხოვრებაში“. 

მარანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა გიგინეიშვილი: 

„მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა პირველ ტურში და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შედეგები დამაკმაყოფილებელია, მეორე ტური ბავშვების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. პროექტში მონაწილეობის მიღება ბავშვებს ძალიან მოსწონთ, ჩართულები არიან, აინტერესებთ, რაც ხელს უწყობს მათი მოტივაციის დონის ამაღლებას“. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“,- ამბობენ სკოლაში
პროექტის ბოლოს, შეიქმნა საგამოფენო პოსტერები, მოეწყო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა კი მიღებული ცოდნა გამოავლინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება