სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N5 საჯარო სკოლა მასწავლებლებს კარიერულ წინსვლას ულოცავს
21-10-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტმა წარმატებულ პედაგოგებსა და პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს, რომელთაც სკოლა დატოვეს, საზეიმო მიღება მოუწყო.

ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, მარნეულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგს გიორგი ჭაუჭიძეს, ფულადი საჩუქარი გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი გადაეცა ღვაწლმოსილ პედაგოგს იულია დარბაიძეს.

2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო 261 მარნეულელმა მასწავლებელმა მიიღო.

„ჩვენი სკოლის სახელით ყველა მასწავლებელს ვულოცავთ მასწავლებლის დღეს. ყველა მენტორს, ყველა წამყვანს, ყველა უფროსს ვულოცავთ წინსვლას. ვულოცავთ ქალბატონ იულიას ღვაწლმოსილი პედაგოგის წოდებას, ვულოცავთ გიორგის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს. განსაკუთრებით ვეფერებით ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს ქალბატონ ნათელას და ქალბატონ თამარს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. გვიყვარხართ“, - ნათქვამია მარნეულის N5 საჯარო სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება