სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ გამოუთქმელი სიხარული მოგვანიჭა“ - გურჯაანმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
18-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ვეჯინის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი ლერი გელენავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე მაია ბეროშვილი, გაერთიანებული კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით მურაკაშვილი, განათლების განყოფილების ხელმძღვანელი თათია ფურცელაძე, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა „ეტალონის“ შემეცნებით როლზე ისაუბრა:   

„ეტალონი“ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც მონაწილე მოსწავლეების რაოდენობაც მეტყველებს. ზოგადად, ბავშვები ძალიან ბევრ პროექტებში მონაწილეობენ, მაგრამ „ეტალონი“ არის აზროვნების, მათი გონების გაფართოებისა და ცხოვრებისეული გზის არჩევის ერთ-ერთი საშუალება. მადლობა „ეტალონს“ და ბატონ გოჩას“.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა „ეტალონს“ ეროვნული მნიშვნელობის პროექტი უწოდა:

„ეტალონი“ ნამდვილად ეროვნული და საჭირო პროექტია. ჩვენ ვხედავთ, რომ პროექტი მოსწავლეებში ინტერესსა და ჩართულობის სურვილს აღვივებს.  ინტელექტ-ჩემპიონატი მამოტივირებელია, რაც  მონაწილე ბავშვების შემდგომი წარმატებისთვის აუცილებელია“.

„გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებელმა მანანა ჭაფოძემ „ეტალონში“ გამარჯვებული მოსწავლე დაახასიათა:

„ეტალონმა“ გამოუთქმელი სიხარული მოგვანიჭა. ჩემი დამრიგებლობის განმავლობაში, ბავშვების დიდ დაინტერესებს ვხედავ. სიმართლე რომ გითხრათ, ესმას გამარჯვების მოლოდინი ნამდვილად მქონდა. ის ძალიან მიზანდასახული და ნიჭიერი მოსწავლეა. ნაყოფიერი შრომა კი გამარჯვებით დაგვირგვინდა“.

„გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ბაკურციხის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ესმა ჭარელაშვილმა მოიპოვა.

„ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. წარმომიდგენია მშობლების რეაქცია, როდესაც ვეტყვი, რომ პირველი ადგილი მოვიპოვე. მოუთმენლად ველოდები სახლში მისვლას. „ეტალონმა“ თვითდაჯერებულობა და გამოცდილება შემძინა. ძალიან მახარებს, რომ  გავიმარჯვე და უკანასკნელი საშუალება გამოვიყენე“ - ამბობს „გურჯაანის ეტალონი მოსწავლე“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

გურჯაანის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონმა“ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაცია გაუზარდა“ - გურჯაანი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

გურჯაანის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

17 ოქტომბერს „ეტალონი“ გურჯაანში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება