სიახლეები
ეტალონი

„ეტალონმა“ მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაცია გაუზარდა“ - გურჯაანი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
02-10-2019
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 17 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი:

„მიხარია, რომ სკოლები „ეტალონის“ ტესტირებაში აქტიურად ჩაერთნენ, მისასალმებელია, რომ პროექტი წარმატებით გრძელდება. „ეტალონი“ აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობის დიდი მოტივაცია გააჩნიათ და სკოლებმაც ყველა პირობა შექმნეს იმისათვის, რომ კონკურსის მონაწილეებმა თავიანთი შესაძლებლობა ბოლომდე გამოავლინონ. ამის საშუალებას კი „ეტალონის“ ტესტიც იძლევა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ის მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, ბევრი იკითხონ, გაიგონ და თანატოლებს შორის წარმატებული გახდნენ“.

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლია გუგულაშვილი:

„ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა და შედეგებით კმაყოფილები ვართ. „ეტალონის“ I ეტაპზე ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა. იმედი მაქვს, ტესტირების შემდეგ ეტაპს თავს წარმატებით გაართმევენ. „ეტალონისთვის“ მოსწავლეები ყოველთვის ძალიან ემზადებიან. რაც „ეტალონი“ ტარდება, მათ სხვადასხვა საგნის მიმართ მოტივაცია გაეზარდათ, სწავლის ხარისხიც უმჯობესდება. ჩემი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეების გონებრივ განვითარებას ხელს უწყობს. ამიტომ მსგავსი პროექტები საქართველოში ბევრი უნდა იყოს“.

გურჯაანის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო ამისულაშვილი:

„მოსწავლეები „ეტალონის“ I ეტაპის შედეგებით კმაყოფილები არიან. ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეთა ჩართულობა ამ პროექტში დიდია. შესაბამისად,  II ეტაპზე მათი დიდი იმედი მაქვს.  „ეტალონი“ მოტივაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს. შეკითხვები, რომლებიც ტესტირებაში შედის, ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, ყველა საგანში გაიუმჯობესონ თავიანთი ცოდნა, ამიტომ, მივესალმები ამ პროექტს".

ჯიმითის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხარატიშვილი:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ტესტირებას თავი კარგად გაართვეს. ტესტი საკმაოდ მარტივი იყო, შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ბევრი მონაწილე გადავიდა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს ცოდნის დონეს უვითარებს, ის ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებასაც აძლევს. „ეტალონი“ შეჯიბრების, ცოდნის გასაღრმავებლად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“.

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი:

„ჩვენმა მოლოდინმა „ეტალონის“ ტესტირებაზე მეტ-ნაკლებად გაამართლა. ზოგადად, ძალიან კარგი ტესტი იყო. შემდეგ ტურში დიდი იმედი მაქვს. „ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციასა და მათ უნარებს მნიშვნელოვნად ავითარებს, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, გააანალიზონ სად უჭირთ, რა სფეროში ესაჭიროებათ მეტი კითხვა, სწავლა და განვითარება. მსგავს კონკურსებს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ მოსწავლეებისთვის ენიჭება, რომლებსაც კარგი განათლების მიღების ამბიცია გააჩნიათ“.

გურჯაანის N4 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია გიგაური:

„მონაწილეები „ეტალონის“ I ეტაპით კმაყოფილები არიან,  მათ ამ პროექტის არსი ძალიან კარგად იციან. ამიტომ, „ეტალონში“ ბევრი მოსწავლეა ჩაერთული. გასულ წელს პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებს  ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. იმედი მაქვს, წელსაც წარმატებული შედეგი გვექნება. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია. ბავშვები „ეტალონისთვის“ ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან“.

კალაურის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქევხიშვილი:

„მოსწავლეები „ეტალონის“ ტესტირებით კმაყოფილები არიან. გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლე რაიონში III ადგილზე გავიდა. ეს მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატში ახლაც მონაწილეობს და  შემდეგ ეტაპზე მისი დიდი იმედი გვაქვს. „ეტალონის“ დახმარებით ბავშვები თავიანთი ცოდნის დემონსტრირებას ახდენენ“.

კალაურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცისანა ვარადაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირებაში ჩვენი სკოლის დაბალი კლასების მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. იმედი მაქვს, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, რომლებმაც ტესტირების I ტურში მაღალი ქულები მოიპოვეს, II ეტაპზეც წარმატებას მიაღწევენ. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და ის მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები პროექტშიც აქტიურად არიან ჩართულები“.

ასევე იხილეთ: გურჯაანის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება

„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ

როგორ ნერგავს სხვადასხვა ქვეყანა ხელოვნურ ინტელექტს სასკოლო განათლებაში

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია ისტორიითა და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა
 

ღონისძიებაზე აღინიშნა იმ მოსწავლეთა წარმატება, რომლებმაც შესანიშნავი აკადემიური შედეგებით დაამთავრეს სკოლა

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

სიახლეები
საზოგადოება