სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანის ასოებით მოხატული მაისურებით დასაჩუქრდნენ
19-09-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა რვა პირველკლასელისათვის, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი.  

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა, მასწავლებლებმა და მერის წარმომადგენელმა მიულოცეს. მათ ყველა მოსწავლეს წარმატებები უსურვეს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი იუწყება, ახალ, განახლებულ კომპიუტერებთან ერთად მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიის საჩუქარი - ანბანის ასოებით მოხატული მაისურები გადაეცათ. 

სკოლის დირექტორმა მშობლებს პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ასახული იყო ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში გასული სასწავლო წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და ღონისძიებები, დირექტორმა მათ შინაგანაწესი და დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მშობლებს იმ გამოწვევებზეც ესაუბრა, რომლის წინაშეც დგას სკოლა, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებიც. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წელს სკოლას კიდევ ორი უფროსი მასწავლებელი - იამზე დუმბაძე და ნუგზარი დუმბაძე შეემატა, რამდენიმე მასწავლებელმა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უახლოეს მომავალში ისინიც აიმაღლებენ სტატუსს. 

„სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიმდინარე სასწავლო წელი მოსწავლეებისათვის საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითად დატვირთული იყოს. სკოლაში რესურს ოთახი მოეწყო, სადაც სპეციალური მასწავლებლის ხელმძღვანელობით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები შეძლებენ, რომ შეიძინონ ცოდნა და უნარები, ჩაერთონ სკოლის ყოველდღიურ, აქტიურ ცხოვრებაში.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდ მადლობას უხდის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს, ჯონდო მდივნიშვილს მუდმივი თანადგომისა და ყურადღებისათვის“,-აღნიშნულია სკოლის მიერ გადმოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება