სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის აუმაღლდებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც კომპეტენცია ზაფხულში დაადასტურეს - მანანა რატიანი დეტალებზე
17-09-2019
-
+


პირველ რიგში, სტატუსი იმ უფროს და წამყვან მასწავლებლებს აუმაღლდებათ, რომლებმაც შესაბამისი კრედიტები გასული სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვეს და რომელთა შესახებაც სკოლამ უკვე წარადგინა განაცხადი მასწავლებლის სახლში - აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მანანა რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ პროცესის შემდგომ დაიწყება იმ პედაგოგებისთვის სტატუსის ასახვა, რომლებმაც ზაფხულში მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

„სკოლებისთვის მოხდება შეტყობინების გაგზავნა რა ვადებში უნდა წარმოადგინონ მასწავლებლის სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით განაცხადი და შემდგომ დავიწყებთ მათთვის სტატუსის ამაღლების პროცედურებს. მანამდე ჩვენ ვმუშაობთ უფროსი მასწავლებლისთვის - წამყვანის, ხოლო წამყვანებისთვის - მენტორის სტატუსის მინიჭებაზე, რომლებმაც წინა სასწავლო წლის მანძილზე შეძლეს ყველა საჭირო კრედიტის მიღება და რომლებიც სკოლამ წარადგინა სტატუსის ამაღლებაზე. ასე რომ ჯერ მათ გავატარებთ და შემდგომ დავიწყებთ იმ მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭებას, ვინც ზაფხულის გამოცდა წარმატებით დაძლიეს“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია, რატიანი გვპასუხობს, რომ რეგისტრაცია შესაბამისი დოკუმენტის დამტკიცებისთანავე გამოცხადდება, თუმცა კონკრეტული ვადის დასახელებისგან მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის მოადგილემ თავი შეიკავა.

„დოკუმენტი ელოდება დამტკიცებას და მასზე ვართ დამოკიდებული. როგორც კი ხელი მოეწერება, მაშინვე გამოვაცხადებთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას. ჩვენს ინტერესშია, რომ მალე გამოვაცხადოთ“, - განაცხადა რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება