სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

7 რიტუალი, რომელიც ბავშვს დაეხმარება სკოლაში სიამოვნებით დაბრუნდეს
10-09-2019
-
+


რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ბავშვს უთხრათ, რომ  ახალი წელი  წინაზე ბევრად საინტერესო იქნება. მაგრამ თუ თქვენი დანაპირები არ შესრულდება, ბავშვს იმედი გაუცრუვდება. ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი დაპირებების მიცემა, უკეთესია ისე გააკეთოთ, რომ სკოლაში დაბრუნება არ იყო მოსაწყენი.

მოაწყვეთ მეგა-შოპონგი

ბავშვი ერთ წელიწადში გაიზარდა და ახალი ტანისამოსი სჭირდება. მოაწყვეთ ბავშვთან ერთად მეგა-შოპინგი. ისაუბრეთ მასთან ერთად ყველაფერზე, ტანსაცმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, მეგობრებზე, საზაფხულო თავგადასავლებზე. გაატარეთ მასთან დრო სასიამოვნოდ - არავითარი სერიოზული თემები, არანაირი ჭკუის დარიგება, მხოლოდ მხიარულება და კარგი განწყობა.

გაერთეთ სკოლის წინა დღეებში

ზაფხული იყო მხიარული, რაც ნიშნავს, რომ მისი დასასრულიც შესაბამისი უნდა იყოს. ასე რომ წადით აკვაპარკში, ატრაქციონებზე ... სწორედ რომ დროა შექმნათ მხიარული მოგონებები და განწყობა, რომელიც ბავშვს სასწავლო წლის პირველ პირველ ხანებში გაჰყვება.

მოამზადეთ სწავლის დაწყების დღეს განსაკუთრებული საუზმე 

მოსაწყენი შვრიის ფაფა და ერბოკვერცხი თვის სხვა დღეებისთვის შემოინახეთ. 16 სექტემბრის საუზმე უნდა იყოს მამოტივირებელი. ბლინები, ხილის სალათი, ომლეტი ყველით ... ეს ყველაფერი ლამაზად გააფორმეთ.

უყიდეთ ბავშვს ახალი წიგნი

ეს შეახსენებს მას, რომ დროა სასკოლო საქმეებს დაუბრუნდეს. დაუწერეთ ფორზაცზე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით სურვილები. 

გაატანეთ სკოლაში ყველაზე გემრიელი სადილი

სკოლის სადილის მომზადება, რომელიც ბავშვს ნამდვილად მოეწონება, მარტივი ნამდვილად არ არის. შეეცადეთ უარი თქვათ „ნოყიერ“ ბუტერბროდებზე - შესაძლოა, ისინი გემრიელია, მაგრამ ბავშვებს ხშირად მათი თანაკლასელების წინაშე ჭამა რცხვენიათ. 

არჩევანი გააკეთეთ მოდური ლანჩ-ბოქსის სასარგებლოდ, რომელშიც თქვენ ჩადებთ: სტაფილოსა და ვაშლის ნაჭრებს, ყურძენს და სენდვიჩს. ამათან, სენდვიჩის მომზადებისას არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი სოუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა მოითხუპნოს.

ბავშვის საყვარელ კაფეში წასვლა დაგეგმეთ 

მიეცით ბავშვს უფლება თავად აირჩიოს კაფე, რომელშიც თქვენ სკოლის წინა დღეს აღნიშნავთ. ფასტფუდი უნდა იყოს ფასტფუდი - ამ დღეს პროტესტი არ მიიღება - ისიამოვნეთ მავნე საკვებით. 

მიეცით ბავშვს საშუალება განცდები ამოთქვას

შექმენით სასიამოვნო ატმოსფერო, რომ ბავშვს ჰქონდეს სურვილი საკუთარი შიშები და მოლოდინები გაგიზიაროთ, რომელსაც ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით განიცდის.

დაელოდეთ შესაფერის დროს, წამოიწყეთ საუბარი სკოლის შესახებ და ბავშვი მას აიტაცებს. მთავარია, რომ ურთიერთობა არ გამოიყურებოდეს როგორც დაკითხვა და მოსწავლე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. მაშინ ის გაიხსნება და თქვენ დაეხმარებით თავდაჯერებით დაიწყოს ახალი სასწავლო წელი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

სამოქალაქო, ბიოლოგია, სპორტი, ხელოვნება - მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ცნობილია

„მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი“

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება