სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ მოსწავლის ყურადღება?
06-09-2019
-
+


მოსწავლის ყურადღების შენარჩუნება მასწავლებლისთვის დიდი გამოწვევაა. გეტყვით რამდენიმე მიზეზს, მოსწავლეებს რატომ შეიძლება გაეფანტოთ ყურადღება და გირჩევთ როგორ შეინარჩუნოთ ის.

აკონტროლეთ მოსწავლეები - მოლოდინი არის საუკეთესო გზა მოსწავლეების ყურადღების შესანარჩუნებლად. ხშირად შეავლეთ თვალი მთელს კლასს და თითოეულ მოსწავლესთან თვალით კონტაქტი დაამყარეთ. დაინახავთ ვინ არის მოუსვენრად, ვინ იყურება ფანჯრიდან და ვინ ცდილობს ესაუბროს კლასელებს. 

გადაანაწილეთ ყურადღება - ნუ მიაქცევთ ყურადღებას მხოლოდ  საუკეთესო მოსწავლეს.  ერთი მოსწავლე თუ პასუხობს  ყველა შეკითხვას  არ ნიშნავს, რომ ნათქვამი ყველამ გაიგო.  3 ან 4 მათგანი თუ გპასუხობთ კარგად ნუ დაკმაყოფილდებით. ასე უმრავლესობა ყურადღების მიღმა დაგრჩებათ.

შეამოწმეთ რა გაიგეს - შეეცადეთ არ გამოიყენოთ შეკითხვები „გაიგეთ რაზეც ვისაუბრეთ?“, „ყველამ გაიაზრა ნათქვამი?“. მოსწავლეები წუხდებიან თუ რაღაც ვერ გაიგეს, მით უფრო თუ მათი თანატოლები თავს აჩვენებენ, რომ ყველაფერი კარგად იციან. გამოიყენეთ დამატებითი შეკითხვები, რომ დააზუსტოთ რა დაამახსოვრდათ და რა არა.

დემონსტრაცია - მოსწავლეებს ყურადღება ეფანტებათ, როდესაც არ იციან რა გააკეთონ და არც უნდათ ამისი აღიარება. შეეცადეთ თქვენი ინსტრუქციები იყოს მოკლე და ცხადი.  გამოიყვანეთ ის ერთი ან ორი მოსწავლე, რომლებიც დავალებას კარგად ასრულებენ და სთხოვეთ დანარჩენებს აუხსნან რას და როგორ აკეთებენ.

შეცვალე ნაბიჯი

არსებობს გამოცდილი ტექნიკები, რომლებიც კარგია მოსწავლეების „გამოსაფხიზლებლად“.

მუსიკა - ყოველკვირეულად შეარჩიეთ მუსიკა, რომლითაც „გააღვიძებთ“ ბავშვებს. რამდენიმე წუთის განმავლობაში დააკვრევინეთ ტაში ან სთხოვეთ თითები დაარტყან ერთმანეთს. პროცესი უნდა იყოს მოკლე, ცოცხალი და სახალისო.

შეკითხვა „ცეცხლი“ - გამოიყენეთ ე.წ ცეეცხლოვანი, სწრაფი შეკითხვები და რაც შეიძლება მეტი მოსწავლე ჩართეთ საგაკვეთილო პროცესში. აჩვენეთ ვიზუალური მასალაც.

თამაში - 10 წუთი  თამაშს შეგიძლიათ დაუთმოთ, თუმცა აუცილებლად გამოიყენეთ თითოეულის იდეა. მაგალითად, დაბალ კლასებში შეიძლება მიმართოთ სიტყვებით თამაშს, წინადადების შევსებას და ა.შ.

კარნახი - კარნახით წერა დააწყებინეთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მათი ყურადღების კონცენტრირებაში. შეიძლება უკარნახოთ მოკლე ტექსტი. მაგალითად, ფრაზები სიმღერიდან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ხუთი კურსდამთავრებული, ხუთი განსხვავებული გზა“ - თბილისის N28 სკოლა წარმატებას ზეიმობს

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება