სიახლეები
ინტერვიუ, რჩევები

როგორ უნდა მოუარონ მოზარდებმა სახის კანს სწორად - ექიმ-კოსმეტოლოგის რჩევები
17-08-2019
-
+


ქობულეთელი ექიმი-კოსმეტოლოგი, ირმა წულუკიძე დამსვენებლებს ურჩევს, ზღვაში ბანაობის შემდეგ, პირსახოცის მაგივრად, პირდაპირ ქვებზე დაწვნენ და ზღვის წყალი ტანზე ისე შეიშრონ, ჩვეულებრივ წყალს ნუღარ გადაივლებენ. შედეგად, თმისა თუ ძვლის სტრუქტურა რადიკალურად შეეცვლებათ და დასვენებაც ბევრად დადებითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. ამბობს, რომ მის რჩევებს ქართველები უფრო იშვითად  ითვალისწინებენ, ვიდრე უცხოელები. რაც შეეხება მოზარდებს და მათი სახის კანის პრობლემებს, ირმა წულუკიძე „ეტალონს“ ასევე საინტერესო რჩევებს უზიარებს.

-თინეიჯერებს, რომლებსაც ხშირად აწუხებთ სახის კანის პრობლემები, ზაფხულში გარუჯვა და ხშირად ალბათ კანის დაწვაც უწევთ. როგორია ამ მხრივ თქვენი რეკომენდაციები, როგორ მოუარონ ზაფხულის სიცხისგან გამოწვეულ უსიამოვნებებს?

- შუადღის მზეზე გარუჯვა რომ არ არის რეკომენდირებული, ამას გამეორებაც აღარ სჭირდება, ყველამ იცის, მაგრამ, ბევრი მაინც არ იცავს. დილის და საღამოს საათებში მიღებული რუჯი სასარგებლოა, როგორც მთელი სხეულის, ისე სახის კანისთვის. შუადღის მზეზე გარუჯვა იწვევს სახის შეშუპებას, შემდეგ კი პიგმენტური, შავი  ლაქები ჩნდება. ზოგს წყლიანი ბუშტუკებიც უჩნდება დამწვრობისგან, ზოგისთვის კი მზის ალერგიას იწვევს შუადღის მზეზე მიფიცხებული სახე. წარმოქმნილი ბუშტუკები სკდება და ინფექციის წყაროდ იქცევა.

- მზის დამცავი საშუალებების გამოყენება სახეზე თინეიჯერებისთვის დასაშვებია?

-მზის დამცავი საშუალებები დიდ როლს თამაშობენ, რომ ადამიანმა დამწვრობა არ მიიღოს, მაგრამ მოზარდებს მაინც არ ვურჩევ არც ამ კრემების გამოყენებას და არც შუადღის მზეზე გასვლას. თუ საშველი არ არის, რაიმე მსუბუქი დამცავი თხლად წაისვან, მაგრამ მათ სახეს ეს ნამდვილად არ მოუხდება. შუადღის მზე არამარტო სახის კანისთვის არის ცუდი, არამედ ანგრევს ადამიანის ორგანიზმს, იწვევს სისხლის სხვადასხვა დაავადებას და ა.შ.

სახის კანის დაზიანება, მისი თითქოსდა გასუფთავების მიზნით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით არ შეიძლება. სიცხეში ეს ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს და აკნე ბევრად უფრო რთულ ხასიათს იძენს. ბაქტერიები მრავლდება სიცხეში, ინფექციის გავრცელების ალბათობაც უფრო მეტია. სიცხეში თუ სახეს იწვალებენ, უფრო დიდი შანსი აქვთ, ამ დროს ნაწიბურები დარჩეთ...

როგორც წესი, თუ სახეზე 4-5 ცალი ჩირქოვანი გამონაყარი დაფიქსირდა, აუცილებლად დერმატოლოგს მიმართონ და არა - კოსმეტოლოგს. უნდა დადგინდეს, ალერგიაა თუ ინფექცია. თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან შეიძლება დიდხანს ვეღარ მოხდეს მისგან განკურნება და თან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახის კანის პრობლემები თინეიჯერებში სხვა პრობლემებს ქმნის - ნერვიულობენ, ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან და ა.შ. თინეიჯერობის ასაკში თვითმკურნალობა სახისა, არაფრით შეიძლება. მშობელმა თავიდანვე უნდა მიაჩვიოს ბავშვი სახის კანის მიხედვას, მის ჰიგიენას, რომ მუდამ სუფთა და მოწესრიგებული ჰქონდეს. დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილი ბაქტერიები აუცილებლად უნდა მოიცილონ.

- როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა სახის ჰიგიენა?

-12 წლის ასაკიდან ბავშვი დღეში ორჯერ მაინც უნდა იბანდეს სახეს სპეციალური საპნით. ეს შეიძლება იყოს თუნდაც ბავშვის საპონი, რომელიც ძალიან რბილია. მთავარია, მთელი დღის თუ ღამისგან დაგროვილი ჭუჭყისა და ტოქსინებისგან სახე გასუფთავდეს, რომ არ წარმოიქმნას ანთებითი პროცესი. ეს სახუმარო თემა არ არის, რადგან ამ ასაკში ისედაც ფორმონალური ცვლილებები ხდება, ყალიბდებიან პიროვნებად და ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს, სტრესში აგდებს და ძალიან განიცდიან. აკნესთან ბრძოლა ადვილი არ არის. ზოგი ემორჩილება მკურნალობას, ზოგი 3-4 წელი გრძელდება. ამ ასაკში ბავშვები ისედაც დიდად არ არიან კმაყოფილნი თავიანთი გარეგნობისა და ეს კიდევ დამატებითი სტრესია.

შამპუნი, წყალი, საპონი თავისთავად აშორებს სახის კანს. ამიტომ, ყველა მოზარდს ვურჩევ, გამოიმუშაოს ჩვევა, რომ სახის დაბანის შემდეგ ძალიან თხელ ფენად გადაისვან „საბავშვო კრემი“. ამ მაზს თოთო ბავშვსაც უსვამენ და 17-18 წლის ასაკამდეც კი შეიძლება მისი მოხმარება. ეს არის ზეთებზე დამზადებული რბილი მასა, რომელიც გათვლილია ბავშვებისთვის და არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს.

- თვალის გარშემოც შეიძლება?

-დიახ, შეიძლება. სახის საცხი თვალის კრემისგან იმით განსხვავდება, რომ ის შეიცავს მჟავებს, მინარევებს, რამაც შეიძლება თვალი გააღიზიანოს. შესაბამისად, უფრო ნაზი სტრუქტურის კრემი მზადდება თვალისთვის, ის არ აღიზიანებს და თვალის ალერგიას არ იწვევს. საბავშვო კრემი ამის მსგავსი ფაქტურისაა და თვალის გარსს არც აშრობს და არც ალერგიას იწვევს.

- ზღვის ნაპირას ცხოვრობთ. ხშირად გიწევთ მოზარდების გაფრთხილება, რას გამოიწვევს მთელი დღე მცხუნვარე მზეზე ყოფნა?

-დიახ, ყოველდღიურად ვაფრთხილებ ყველას, მაგრამ არ ესმით. სახლშიც ბევრი დამსვენებელი მყავს და ყველას ვუტარებ სემინარს, რა შეიძლება და რა - არა, მაგრამ არც დიდებს ესმით და არც - პატარებს. დილიდან საღამომდე მაინც პლაჟზე სხედან. სხვა ერების წარმომადგენლებსაც ხომ ვხედავ, მაგრამ ქართველები რომ არიან მზეზე შეყვარებულნი... ზღვაში ჩასვლაზე მეტად მზეზე ყოფნა ურჩევნიათ. ვეუბნები, წყალში შედით, მთავარია, კუნთები გაგიმკვრივდეთ, გაცურეთ 20 წუთი და სწორედ ამ ცურვის პროცესში მიიღებთ კარგ რუჯს-მეთქი, მაგრამ რასაც წლებია ვუყურებ, დამსვენებელთა ნახევარი არც კი ბანაობს, მხოლოდ მზეს ეფიცხება.

კიდევ იცით რა მინდა ყველას ვურჩიო? პლაჟებზე ზოგი პირდაპირ შეზლონგზე წვება, ზოგი - პირსახოცზე, ზოგი - ჭილის საფენზე... ყველაზე მაგარი კი ცხელ, მარილიან ქვაზე წოლაა. ეს გახლავთ ძვალ-სახსრების პირველი თერაპია. ზღვა რეცხავს ამ ქვებს შტორმის დროს. მასზე უნდა დაწვე და ამოტრიალდე, გადატრიალდე... რატომ წვებიან პირსახოცზე, ვერ ვხვდები.

- ქვიშა და ქვები ერთგვარი ინფექციების წყაროდ მიიჩნევა და ალბათ ამიტომაც...

-მთელი ცხოვრება ასე ცხელ ქვებზე ვწვები და არაფერს ვუჩივი. ჩვენს სახლში უამრავი ექიმი და პროფესორი ყოფილა და ყველა ასეთ რჩევას იძლეოდა - პირდაპირ ქვაზე და ქვიშაზე დაწექითო. ინფექცია რა, ზღვაში არ არის?! ჩემს შვილიშვილსაც ვაჩვევ, რომ პირდაპირ ქვებზე დაწვეს და არა პირსახოცზე. მარილიანი წყალი კანს ამკვრივებს. კარგი იქნება, თუ ზღვაში ბანაობის მერე  2-3 დღე თავს არ დაიბანთ. მარილიანი წყალი თმის ძირებს ამაგრებს, ამკვრივებს... სხეულზეც ასე -  მხოლოდ ჰიგიენისთვის მნიშვნელოვან ზონები უნდა დაიბანოთ. მარილიანი წყლით იკვებება მთელი სხეული. მოდაშია, რომ ზღვიდან მოსულმა აუცილებლად  გადაივლო წყალი. ჩვენს სახლში ჩამოსული ექიმები რუსეთიდან, თუ უკრაინიდან გაშტერებულები უყურებენ ხოლმე  ქართველ ხალხს - რატომ იხეხავენ თმას და კანს შამპუნებით და ბალზამებით... რამდენიმე დღე ზღვის წყლიანი სხეული არ დაიბანოთ და დამლოცავთ. ბევრ დამსვენებელს ვასწავლე და არ იცით, როგორი მადლობებით ჩამოდიან მეორე წელს. სასქესო ორგანოები, ხელები დაიბანეთ, მაგრამ სხეულის სხვა ნაწილზე დაიტოვეთ მარილიანი წყალი.

- სახისთვისაც კარგია მარილიანი ზღვის წყალი?

-რა თქმა უნდა! განსაკუთრებით მოზარდებისთვის და მათთვის, ვისაც სახის კანის პრობლემები აქვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


სპეცმასწავლებლების საყურადღებოდ - ვის მოუწევს დამატებით შიდა გამოცდის ჩაბარება და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ პედაგოგობის მსურველებმა

რომელი კლასების მოსწავლეები გაივლიან ტესტს - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება