სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„პედაგოგები ტიროდნენ, როდესაც შედეგები გაიგეს“ - გამარჯვებული მოსწავლეების სკოლები ემოციებს გვიზიარებენ
08-07-2019
-
+


2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა.

„საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის X კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა. მან  56 წამში 90 ქულა დააგროვა.

პირველ ადგილზე გასული მონაწილე განათლების სამინისტროსგან 1000 ლარიანი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერით დასაჩუქრდა, კომპანია „არემჯიმ“  კი გამარჯვებულს 2500 ლარი გადასცა.

ემოციებით დატვირთული წუთები საბამ სიამაყით გაიხსენა:

„ფინალში მონაწილეობა და თუნდაც ათეულში მოხვედრა უკვე ძალიან დიდი წარმატება იქნებოდა ჩემთვის. გამარჯვება კიდევ უფრო მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი მაშინ და ალბათ, ეს წუთები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მთელი ხარაგაული მილოცავს ამ წარმატებას, მირეკავენ ახლობლები, მწერენ კლასელები და ყველა დიდ სიხარულსა და სიამაყეს გამოხატავს. ჯერ არ გადამიწყვეტია რა პროფესიას ავირჩევ, მრავალმხრივი ინტერესები მაქვს, თუმცა ვიცი, რომ მეტი შემართებით გავაგრძელებ სწავლას, პროექტმა თავდაჯერებული გამხადა და ამავდროულად, მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა. იმედია, ყოველთვის გავამართლებ სტატუსს და მოლოდინებს.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე:

„ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველთვის დიდი მონდომებითა და აქტივობით ერთვებიან, თუმცა ასეთი წარმატება აქამდე ხარაგაულს არასდროს ჰქონია. ყველანი ამაყები ვართ წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძის გამარჯვებით, ის მართლაც ძალიან დინჯი, ჭკვიანი და წარმატებული ახალგაზრდაა, რომელმაც, სხვა თანატოლების მსგავსად, თავის პედაგოგებთან ერთად ბევრი იშრომა, რომ ეს შედეგი მიეღო. მადლობა „ეტალონს“, რომ ბავშვებს წინსვლის მოტივაციას აძლევს, ჩვენს მომავალ თაობას კი მეტ წარმატებას ვუსურვებ მომავალში.“

საბას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათელა კამკამაძე:

„მთელი სკოლა ამაყია საბას გამარჯვებით. ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და წარმატებული მოსწავლეა, თუმცა თავმდაბალია და არ უყვარს ზედმეტად თავის გამოჩენა. „ეტალონშიც“ ბევრი თხოვნის შემდეგ მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შედეგებიც აჩვენა. პროექტი ახალგაზრდებს ცოდნას უღრმავებს, წინსვლისთვის საჭირო უნარებს უვითარებს და მეტად მიზანსწრაფულს ხდის. წარმატებები „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს.“

II ადგილი  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი სიხარულიძემ მოიპოვა, რომელმაც 116 წამში 86 ქულა დააგროვა.

გიორგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან 800 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, „ახალმა ნათებამ“ კი მისი წარმატება 1000 ლარით წაახალისა.

გიორგი სიხარულიძე:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნიჭიერ თანატოლებთან ერთად მნიშვნელოვანი გამოცდილება დავაგროვე და სამომავლო წინსვლისთვის საჭირო უნარები შევიძინე. ფინალის შემდეგ უამრავი მილოცვა მივიღე და დადებითად დავიმუხტე. ახლა კი, მეტი შემართებით განვაგრძობ სწავლას“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე:

„გიორგის წარმატება მოულოდნელი სიხარული იყო ჩვენთვის. ის პატარა სოფლის მცირეკონტიგენტიან სკოლაში სწავლობს, სადაც მხოლოდ 49 მოსწავლეა, რეპეტიტორები არ ჰყავს და საკუთარი ცოდნითა და გონიერებით ძალიან დიდი კონკურენციის ფონზე მოიპოვა საამაყო ადგილი. ნიჭიერი და თავმდაბალი პიროვნებაა, სწავლის გარდა ოჯახსაც აქტიურად ეხმარება სამეურნეო საქმეებში, არასდროს ეზარება შრომა და ძალიან ბეჯითია. მთელი ჩოხატაური ამაყობს მისით. დღეს წარმატებას საზეიმოდ მივულოცავთ და განათლების სამინისტროს და კომპანია „ახალი ნათების“ პრიზებთან ერთად, როგორც ვიცი, მუნიციპალიტეტის მერიისგან გიორგის 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. მადლობა პროექტს, რომ ქვეყნის ინტელექტუალ მომავალ თაობას წარმოაჩენს და მათ წინსვლას ახალისებს. „ეტალონში“ და Izrune.ge-ზეც ჩვენი სკოლები აქტიურად და წარმატებით ერთვებიან, რაც ძალიან გვახარებს და მეტი წარმატების მოლოდინს გვიჩენს.“

შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი გულიკო უჯმაჯურიძე:

„მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, გიორგის წარმატებას ნამდვილად ველოდით. მას ის უნარები აქვს, რაც „ეტალონში“ გამარჯვებისთვის აუცილებელი გახლავთ - სტრესულ გარემოში ცოდნის მობილიზება და მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. პროექტი მართლაც ძალიან ობიექტური და სახალხოა, ჩემპიონატი თითოეულ მოსწავლეს თავის გამოვლენის თანაბარ შანსს აძლევს. ამავდროულად, სკოლის გაწეულ შრომასაც ეფექტურად გამოავლენს და მომავალი წარმატებებისთვის ახალისებს. მადლობა ამ საამაყო და ბედნიერი წუთებისთვის. პედაგოგები ტიროდნენ, როდესაც შედეგები გაიგეს. ეს იყო არა მხოლოდ გიორგის, არამედ მთელი სკოლის, მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის გამარჯვება.“

III ადგილზე თბილისის N199 საჯარო სკოლის  XI კლასის მოსწავლე მარიამ ტყეშელაძე გავიდა, რომელმაც 66 წამში 85 ქულა დააგროვა. მარიამ განათლების სამინისტროსგან 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ხოლო კომპანია „კულასგან“ 1000 ლარით დაჯილდოვდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ მიღწეული შედეგით, რადგან „ეტალონი“ ჩემთვის ყოველთვის ცოდნისა და წარმატების მაღალი ხარისხი გახლდათ. პროექტი ახალგაზრდებს წინსვლის მოტივაციას გვაძლევს. მოპოვებულმა სტატუსმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ცოდნა არ იკარგება და მეტი სტიმულით გავაგრძელებ შემეცნებას. კომპიუტერული მეცნიერებები მიზიდავს და სამომავლოდაც ამ სფეროში ვხედავ თავს “ - აღნიშნა მარიამმა.

ემოციებს მარიამ ტყეშელაძის დედა, მაკა წაქაძე გვიზიარებს:

„ვისურვებდი, რომ ყველა დედამ გამოსცადოს ის სიხარული, რასაც მე განვიცდი. „ეტალონი“ ძალიან პერსპექტიული და მოსწავლეთა წარმატებაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებში შემეცნებასა და წინსვლას ახალისებს. მადლობა შთამბეჭდავი და ემოციური წუთებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას.“

კომპანია „არემჯიმ“ ფულადი პრიზებით ინტელექტ-ჩემპიონატის კიდევ ორი ფინალისტი დაასაჩუქრა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მონაწილე ანა სიხაშვილს 500 ლარი გადაეცა, „კასპის ეტალონი მოსწავლე“ კი, რომელმაც ლექსი არაჩვეულებრივად წაიკითხა, „არემჯისგან“ ასევე 500 ლარით  დაჯილდოვდა.

თბილისის N202 სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა სიხაშვილი:

„მსგავსი სახის კონკურსში არასდროს მიმიღია მონაწილეობა, მადლობა ჩემპიონატსა და ბატონ გოჩას, რომ მეც „ეტალონელი“ გამხადა. დღეს მეტად თავდაჯერებული და მოტივირებული ვარ, ვიდრე ოდესმე. მადლობა ულევი ემოციისა და პრიზისთვის, რომელსაც სამომავლო განვითარებისთვის გამოვიყენებ. მომავალ წელს ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ, მინდა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის განხრით ვიმუშაო.“

„ეტალონმა“ ძალიან დიდი გამოცდილება და წინსვლის სტიმული მომცა, მრავალი ნიჭიერი თანატოლი გამაცნო და საკუთარ შესაძლებლობებში დამარწმუნა. ფინალზე ჩემ მიერ წაკითხული ლექსი ძალიან მოიწონეს, რამაც გამახარა. პოეზიის სიყვარული ბებომ ჩამინერგა ახლა კი, ახალგაზრდებს „მოხეტიალე დასი“ გვაქვს შექმნილი და ამ მხრივ ჩვენს უნარებს ვავითარებთ. მრავალი მოლოცვა მივიღე ღონისძიების შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვარ და მოპოვებულ ფულად ჯილდოსაც ისევ განათლების მისაღებად გამოვიყენებ,-“ აღნიშნა ლამისყანის საჯარო სკოლის მოსწავლე დავით ბეინაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
სამინისტრო 10 სკოლას შეარჩევს - მინისტრი დეტალებზე
მასწავლებლის შეფასება, გაკვეთილის ჩატარება - კიდევ რა ეკრძალებათ ფასილიტატორებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაყვალა ანანიძემ, სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის - „ლამპარი“,  წევრებთან ერთად ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა

მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი მონდომებითა და მაღალი პასუხისმგებლობით მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება