სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინოთ ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდაზე? - რჩევები სტატუსის მქონე პედაგოგებისგან
04-10-2019
-
+


საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება. გამოცდის განრიგი საგნების მიხედვით უკვე გამოქვეყნებულია. 

გადავწყვიტეთ მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც  კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლას აპირებენ, იმ პედაგოგების რჩევები შევთავაზოთ, ვისაც გამოცდაზე გასვლის გამოცდილება უკვე აქვთ, წარმატებით გაიარეს აღნიშნული ეტაპი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაშიც დაწინაურებულები არიან.

გამოცდაზე დროის სწორი გადანაწილება, გასული წლების ტესტების აქტიური კეთება და წინასაგამოცდო ტრენინგებში მონაწილეობა - ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გამოცდილი პედაგოგები გამოცდაზე გასვლის მსურველებს უზიარებენ.

უფრო ვრცლად საკუთარი გამოცდილების შესახებ etaloni.ge-სთან თბილისის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგმა, ნინო თოდუამ ისაუბრა:

„გამოცდაზე ორჯერ გავედი. პირველად დაწყებითი პირველი-მეოთხე კლასის ქართულის და ბუნებისმეტყველების საგანზე გავედი, მაშინ ძალიან დამეხმარა ტრენინგები, რომლებსაც წინასაგამოცდოდ მასწავლებლის სახლი სთავაზობდა პედაგოგებს. შემდეგ გამოცდაზე პირველი-მეექვსე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გავედი. ამ შემთხვევაში მხოლოდ წინა წლებში გამოყენებულ ტესტებს ვაკეთებდი და შემდგომ სწორ პასუხებს ვამოწმებდი, ვნახულობდი რა მქონდა შეცდომა, ვაანალიზებდი ამ შეცდომებს. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. ამიტომ ყველას ვურჩევდი წინა წლების ტესტები ინტენსიურად გააკეთონ. ეს ერთის მხრივ, გამოცდილებასაც სძენს აპლიკანტს და მეორეს მხრივ, გაჩვევს იმ საგამოცდო საკითხების სტილს, რომელიც გამოცდაზე იქნება.

ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაზე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღებით წაიკითხონ პირობა, რას გეკითხებიან და რა უნდათ, რადგან ხშირად სიტყვების კომბინაცია ისე მეორდება, რომ შესაძლოა დაგაბნიოს, მაგრამ თუ დაკვირვებით წაიკითხავენ ნამდვილად აღმოაჩენენ სწორ პასუხს.   ამასთანავე, მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა ყურადღება  მიაქციონ დროს და სწორად გადაანაწილონ ის. პირადად მე როცა ვვარჯიშობდი, ყოველთვის 4 საათს ვანგარიშობდი გამოცდის დასაწერად და ბოლო ერთი საათი უკვე პასუხების ფურცელზე გადატანას, გათეთრებას ვუთმობდი და იმ საკითხებს ვუტრიალდებოდი, რომელიც თავიდან გამოვტოვე“.

აპლიკანტებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარა ბათუმის N1 საჯარო სკოლის მენტორის სტატუსის მქონე ინგლისური ენის პედაგოგმა, ნინო ალანიამაც:

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იმუშაონ გავლილ ტესტებზე, ყურადღება მიაქციონ დროის ლიმიტს და სწორად გადაანაწილონ დრო. ამასთან, გამოიყენონ ელექტრონული რესურსები, ინგლისური ენაში არსებობს კემბრიჯის გამოცდები, რომლებიც რაღაცით ჰგავს ჩვენს გამოცდებს და ამას თუ გამოიყენებენ ძალიან კარგი იქნება და ძალიან დაეხმარებათ დავალებების წარმატებით დაძლევაში. ასევე ე.წ. სფიქინგის დავალების დროს აუცილებელია ჯერ კარგად გაეცნონ დავალებას, ნახონ რას სთხოვენ,  რაზე უნდა ისაუბრონ. მათ მოსამზადებლად ექნებათ გარკვეული დრო და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენონ და დაგეგმონ ის თუ რაზე უნდა ისაუბრონ. ბევრს აქვს შეგრძნება ხოლმე რომ ძალიან ბევრი უნდა ისაუბროს, არადა მნიშვნელოვანია ხარისხიანი საუბარი, ანუ გამოიყენონ სხვადსხვა გრამატიკული კონსტრუქციები, რთული ლექსიკური ერთეულები და ა.შ. ასევე აუცილებლად ვურჩევ ყველას, წინა საგამოცდო ტრენინგებში მიიღონ მონაწილეობა. გამოცდის ჩაბარება ნამდვილად არ არის რთული და შეუძლებელი“.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება