სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 სკოლაში ღონისძიება „შვილო ეს შენი ჭირნახული საქართველოა და მის ფესვებზე სამამულე ყლორტად მინდიხარ“ გაიმართა
29-05-2019
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შვილო ეს შენი ჭირნახული საქართველოა და მის ფესვებზე სამამულე ყლორტად მინდიხარ“ გაიმართა.

ღონისძიებას მასწავლებელი მაია ლაბუჩიძე ხელმძღვანელობდა, ღონისძიება მუსიკალურურად გააფორმა სკოლის მუსიკის მასწავლებელმა მაია მარშანიამ. 

„2019 წლის 28 მაისი დაუვიწყარი იქნება თბილისის 142-ე საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებისათვის, რომელსაც სიყვარულით, სათნოებით, სიკეთით სავსე მასწავლებელი, ქალბატონი მაია ლაბუჩიძე ასწავლის.

კლასში მზის და იის ფერებს მოუყრიათ თავი. საკლასო ოთახის კედლებიდანაც მზე გვიცინოდა, იებს მორცხვად დაეხარათ თავი. მასწავლებელს პირველკლასელებისთვის თბილი გარემო შეექმნა, რომელშიც ბავშვების პატარა გულებიდან ამოსული დიდი განცდით წარმოთქმული სიტყვები გულში მალამოდ ესალბუნებოდა დამსწრე მშობლებსა თუ პედაგოგებს.

ეს დღე იყო სადიდებელი ჰიმნი დედა ენისა, დედა სამშობლოსი და დედისა, რომელიც შვილის გადასარჩენად უკვდავების წყალს გააჩენს, კლდეს ქვიშად აქცევს და შვილისაკენ მიმართულ ალესილ მახვილს მკერდით გადაეფარება.

21-ე საუკუნის მომავალი მამულიშვილნი წინაპართა ფესვებზე ამოზრდილი ყლორტებივით იმოძღვრებოდნენ მამა-პაპათა სიბრძნით.

სიხარულის ცრემლი უბრწყინავდათ სკოლის დირექტორ ქალბატონ შორენა ცნობილაძეს,სასაწავლო ნაწილის წარმომადგენლებს: ქალბატონებს ბელა ჩიტიას და დონარა სულამანიძეს.დამსწრე მშობლებს.

ემოციებით სავსე, ამაღლებული განწყობით, ლამაზად გამოემშვიდობნენ უსაყვარლეს მასწავლებლებს პატარა აღსაზრდელები, იმ იმედით, რომ მომავალ სასწავლო წელს კვლავ შეხვდებიან და მრავალ, მრავალ ლამაზ, შემოქმედებით სავსე დღეებს აჩუქებენ ერთმანეთს.

მადლობა ქალბატონ მაია ლაბუჩიძეს ასეთი თბილი, მზიანი, იის სურნელით გაჯერებული დღისათვის, მადლობა ქალბატონ მაია მარშანიას, ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებელს, ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისათვის. მადლობა მშობლებს მასწავლებელთან თანამშრომლობისათვის.
ვუსურვოთ მაია მასწავლებელს მრავალი, მრავალი ღონისძიება ჩაეტარებინოს პატარებთან ერთად და გაეხარებინოს მოსწავლეთა, მშობელთა და კოლეგების გულები“,-  ნათქვამია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაყვალა გერმანოზაშვილის წერილში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პიროვნება
სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ციალა გულედანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს

შეჯიბრი ძალიან საინტერესოდ წარიმართა

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება