სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„Izrune.ge ოჯახებსა და სკოლებში წარმატების მუხტს ავრცელებს “- თბილისის N131 საჯარო სკოლის მზრუნველი გამოცდილებიდან
26-05-2019
-
+


Izrune.ge-ს წარმატებული საგანმანათლებლო ინოვაციების გზაზე სულ უფრო მეტი თანამოაზრე უერთდება და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთიანობით ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის.

პორტალი ამაყია თავისი ოჯახის წევრების წინსვლით და მუდმივად ცდილობს, მათი მიღწევები წაახალისოს.

ამჯერად, გვსურს, თბილისის N131 საჯარო სკოლის შესახებ მოგიყვეთ და მათი მზრუნველი გამოცდილება გაგიზიაროთ.

თბილისის 131 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ხათუნა ენუქიძე:

„მახარებს ჩვენი მოსწავლეებისა და ოჯახების მისწრაფება განათლებისა და წინსვლისკენ. მაღალი აქტივობითა და შედეგებით ვერთვებით Izrune.ge-ში და პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრებაც უფრო ერთიანი და საინტერესო ხდება. მზრუნველი ტესტები და მამოტივირებელი მიდგომები მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და მათ მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

III 4 წარმატებული კლასის ხელმძღვანელი მარიამ ბეჟანიშვილი მოხარულია Izrune.ge-ში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და პორტალთან ერთად მუდმივი წინსვლისა და წარმატების მოლოდინი აქვს:

„Izrune.ge ოჯახებსა და სკოლებში წარმატების მუხტს ავრცელებს. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში მოსწავლეები და მშობლები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან, მოუთმენლად ელოდებიან ტესტების გავლასა და წარმატების დიპლომების მოპოვებას. შემდეგ ბავშვები ერთმანეთს გამოცდილებასა და შედეგებს უზიარებენ, კლასში განიხილავენ საკითხებს და მეტი სტიმულით აგრძელებენ სწავლას. რა გითხრათ, Izrune.ge ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ბავშვების მრავალმხრივ უნარს ავითარებს და მეგობრულ, ერთიან გარემოში ჯანსაღ კონკურენციასა და წინსვლის მოტივაციას ქმნის.“

III 4 კლასის ერთერთი აქტიური მოსწავლე სალომე დარჩიაა, რომელიც მოუთმენლად ელოდება იზრუნეს ტესტებსა და მეგობრებისთვის წარმატების დიპლომების გაზიარებას:

„ყველა საგანი ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მახარებს მათემატიკური კითხვები რომ მხვდება და სწორად ვცემ პასუხს. მეგობრებთან ერთად მოუთმენლად ველოდები ტესტებს და მასწავლებელს ვეკითხებით ხოლმე გაუგებარ საკითხებს. მინდა კარგად ვისწავლო და ბევრი წარმატების დიპლომი დავაგროვო.“  

Izrune.ge-სთან ერთად სალომეზე განსაკუთრებულად დედა, ნინო ფანცხავა ზრუნავს:

„პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური და მამოტივირებელი მიდგომებით მშობლები შვილებსა და სასკოლო ცხოვრებას ვუახლოვდებით. ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა სალომესთან, თუმცა ახლა მეტი მოტივაციით ვერთვები სასწავლო პროცესში. ერთად გავდივართ ტესტებს და თვალს ვადევნებ მისი განათლებისა და განვითარების დონეს. მინდა, ყველანაირად შევუწყო ხელი შვილის წინსვლას და დიდი წარმატებები ვუსურვო მის კლასს.“

კლასის ერთერთი მეგობრული წევრი სამუელ ბორშუკოვია, რომელსაც პროგრამულ კითხვებზე მეტად სააზროვნო საკითხები მოსწონს და თვიდან-თვემდე საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს. ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ მის წარმატებაზე დედა, სოფიო ბორშუკოვი ზრუნავს:

„Izrune.ge- მ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენც ოჯახში. პორტალის შემეცნებითმა და სახალისო მიდგომებმა სამუელი მეტად ინტერესიანი და წინსვლაზე ორიენტირებული გახადა. სიხარულით ველოდებით ხოლმე ტესტების დღეს, შემდეგ ერთად განვიხილავთ საკითხებს და დამატებითი მასალის მოძიებით ვიღრმავებთ ცოდნას. დიდ მოლოდინებს ვამყარებთ Izrune.ge-ზე და აქტიურად ვაგრძელებთ საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობას.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება