სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლაში მათემატიკაში სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა
07-05-2019
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ველისციხის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში  მათემატიკის უფროსმა პედაგოგმა, ნონა მენაბდიშვილმა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე „ნიშანთა არითმეტიკა“ ჩაატარა. 

გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი, რომელმაც თავისი აზრი გაკვეთილის შესახებ etaloni.ge-ს გაუზიარა: 

„საატესტატო გამოცდების გაუქმებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთი ნაწილის აზრით, ეს დააქვეითებდა მოსწავლეებში სწავლის ხარისხს, ხოლო ნაწილი შიშობდა, რომ მოსწავლეები აღარ ივლიდნენ სკოლაში, თუმცა დღევანდელმა გაკვეთილმა სრული უფლება მომცა აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება მქონდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ წლებია მათემატიკის საგანთან შეხება აღარ მაქვს მთელი  გაკვეთილის განმავლობაში დიდი ინტერესით ვისმენდი გაკვეთილზე განხილულ თემებს  და გული მწყდებოდა, რომ მოსწავლეების მსგავსად, არ მქონდა გაკვეთილზე  მონაწილეობის შესაძლებლობა. გაკვეთილი იყო ინტერაქტიული, მასწავლებელს  მოსწავლეთა ინტერესი, მოტივაცია, რომ არ დაეკარგა მთელი გაკვეთილის განმავლობაში  შემოჰქონდა სხვადასხვა ტიპის მაპროვოცირებელი შეკითხვები და მაგალითები.  გაკვეთილზე ასევე გამოვლინდა მოსწავლეთა საგნის წინარე ცოდნა, გაკვეთილზე  სხვადასხვა მაგალითების ამოხსნის დროს, მოსწავლეები ძალიან კარგად იყენებდნენ წინა  გაკვეთილებზე შესწავლილ თეორიულ მასალას. მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს შეაჯამა გაკვეთილი გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს შეადარა. ამ აქტივობამ აჩვენა  რომ გაკვეთილის გეგმით დასახული მიზანი სრულად იქნა მიღწეული“. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება