სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მე-12 კლასელებს გაკვეთილები აღარ უტარდებათ - „სკოლაში არ დავდივართ და ამას არც მასწავლებლები ითხოვენ“
07-05-2019
-
+


მე-12 კლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით, წელს თავისუფალი დასწრება აღარ გამოცხადებულა და სასწავლო წლის ბოლომდე „არები“ იწერება, მოსწავლეების უმეტესობა სკოლებში მაინც არ დადის.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ამბობს, თითქმის თვეზე მეტია სასწავლო პროცესი პრაქტიკულად აღარ ტარდება. მარიამის თქმით, მოსწავლეების უმეტესობა სკოლაში აღარ დადის და მასწავლებლებიც აღარ ითხოვენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ სკოლამ უკვე გადასცა სამინისტროს ექსტერნის სიები.

„კლასში 29 მოსწავლე ვართ და ყოველდღიურად 3-4 ჩვენგანი დადის, ისიც რამდენიმე გაკვეთილზე. ჩვენი კლასიდან თითქმის ყველა აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და მთელი მობილიზება აქეთ გვაქვს მიმართული. თვეზე მეტია, რაც სასწავლო პროცესი აღარ ტარდება, სკოლაში აღარც დავდივართ და ამას არც მასწავლებლები ითხოვენ ჩვენგან. ვიცით, რომ გაცდენილი საათები საპატიოდ არ ითვლება, მაგრამ პედაგოგები შეღავათს გვიკეთებენ და ჟურნალში „არებს“ არ აღრიცხავენ. ამასთან, სკოლამ უკვე გადაუგზავნა სამინისტროს ექსტერნის გამოცდაზე გასასვლელი მოსწავლეების სია, შესაბამისად უკვე ყველა მშვიდად არის და „არებს“ ყურადღებას აღარ აქცევენ. მე როგორც ვიცი, თითქმის ყველაგან ასეა, თუ ძალიან მომთხოვნი არ არის სკოლა, დასწრებას და გაკვეთილის ჩატარებას არც არავინ ითხოვს“, - აცხადებს მარიამი.

Etaloni.ge-ს ესაუბრა კიდევ ერთი მე-12 კლასელი მოსწავლე გიორგი. მისი თქმით, გაკვეთილები უკვე 2 კვირაზე მეტია არც მას უტარდება.

„გაკვეთილები არ ტარდება, ახლა გასართობად უფრო დავდივართ. „არებს“ მასწავლებლები იშვიათად წერენ და ამ მხრივ პრობლემა არ გვექმნება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი დირექტორმაც იცის, მაგრამ არაფერს ამბობენ, ალბათ, აზრიც არ აქვს. საატესტატო გამოცდები გაუქმდა და იმ საგნებში მომზადებაც აღარ გვიწევს, რომელსაც CAT -ის გამოცდების ჩასაბარებლად იყო საჭირო, ამიტომ მასწავლებლებიც მშვიდად არიან და დირექტორიც“, - გვეუბნება გიორგი.

აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ საგაკვეთილო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს და მოსწავლეების დასწრებაც არ შეცვლილა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთი და ორი მაგალითით საერთო სურათის დანახვა და იმის გაგება, რამდენად ტარდება ან არ ტარდება გაკვეთილები მე-12 კლასელებისთვის, თუმცა თუკი წინა წლებს გადავხედავთ და მე-12 კლასელების უმეტესობას დავუჯერებთ, სასწავლო პროცესის წარმართვაზე გავლენა თავისუფალი დასწრების გაუქმებას არ მოუხდენია.

განათლების სამინისტროს მიერ საატესტატო გამოცდების გაუქმების ერთ-ერთი მიზანი მოსწავლეების სკოლისკენ შემობრუნება იყო, რათა ისინი უფრო მეტად ყოფილიყვნენ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულნი და არა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებაზე ორიენტირებულნი.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

იხილეთ ასევე: მე-12 კლასელებისთვის წელს გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„სამინისტრომ 1130 სასამართლო დავა წააგო და დარჩენილი 130-იც წაგების პროცესშია“... - მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილების აუცილებლობაზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება