| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის, ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ პროექტის - „ჩემი საყვარელი სივრცე“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიიწვიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი საცავი და დაარსების ისტორია გააცნეს.
ბიბლიოთეკაში სტუმრობის შემდეგ მოსწავლეებმა დედაქალაქი დაათვალიერეს. ვიზიტი და პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამამ - „მომავლის თაობა“ დააფინანსა.
პროგრამას ახორციელებს „პროექტი ჰარმონია“ -PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია წარმოადგენს პროგრამის პარტნიორს ქვემო ქართლის რეგიონში.
„ექსკურსიით და ბიბლიოთეკაში სტუმრობით მოსწავლეები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად