| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ უნარების წარმოსაჩენად კი მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შემოდგომის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. გამოვლინდნენ შიდასასკოლო ტურის გამარჯვებულები.
სკოლაში თამაშის მიმდინარეობას პედაგოგი მარიამ რობაქიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და ბავშვებს შემდეგ ეტაპზე გამარჯვებას უსურვებენ.
„ყველა მონაწილეს ვუხდით მადლობას! გამარჯვებულ გუნდებს ვუსურვებთ წარმატებას შემდეგ ტურში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა