სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი „ო, ენავ ჩემო“ ჩატარდა
16-04-2019
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში II(ა) კლასმა პროექტ-გაკვეთილი „ო, ენავ ჩემო“ განახორციელა.

„14 აპრილი ქართული ენის დღეა. გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას! ძალიან მიყვარს მურმან ლებანიძის სიტყვები: „მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად.... მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული“. ჩემი პროფესიული საქმიანობაც ამ გრძნობითაა გაჟღენთილი და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს პატარებს შევაყვარო საქართველო და ქართული ენის სითბო და მადლი. სწორედ ამ სიყვარულს მივუძღვენით II(ა) კლასმა პროექტ-გაკვეთილი „ო, ენავ ჩემო“. პროექტს საუკეთესო შედეგი ჰქონდა, რამეთუ თითოეული მოსწავლის ყოველი სიტყვა, გამონათქვამი თუ სიმღერა გულიდან მოდიოდა და არ იყო ის ლექსი ლექსისთვის და სიმღერა სიმღერისთვის“,-წერს მასწავლებელი მარინა ზოსიძე.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება