სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-7 კლასელთა მათემატიკის საინტერესო აქტივობებით გაჯარებული შემაჯამებელი გაკვეთილი 
27-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო აქტივობებით. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და ბავშვებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

21 ოქტომბერს, მე-7ა კლასში (კლასის ხელმძღვანელი: თამთა გაჩეჩილაძე) ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი, მათემატიკაში (მასწავლებელი: ირინე ყურაშვილი), თემაზე - „კუთხე, კუთხეთა კლასიფიკაცია და ურთიერთგანლაგება“

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და ისტ-ისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელმა მოსწავლეთა ცოდნა შეამოწმა არჩევითპასუხიანი ტესტით, ასევე აქტივობით - „დაასრულე წინადადება“ და თამაშით: „თოვლის გუნდა“.

გაკვეთილში მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო, რომ თემა - „მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები“ კარგად ქონდათ გააზრებული და შესწავლილი, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა მათ მიერ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის გზების სწრაფად პოვნასა და ამოხსნაში.

გაკვეთილის ბოლოს სკოლის დირექტორმა, ნინო ვარდოსანიძემ წარმატებები უსურვა მოსწავლეებს და უთხრა, რომ გეომეტრია მათემატიკის ძალიან საინტერესო ნაწილია, რომელიც ითხოვს აზროვნებას, ფიქრს, შრომას, ნახაზის წარმოდგენას და, რომელსაც ძალიან დიდი გამოყენება აქვს გარემომცველ სამყაროსა თუ ყოფა-ცხოვრებაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება