სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბმა პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ბროშურები დაბეჭდეს და დაარიგეს
12-04-2019
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში, ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბმა პროექტი განახორციელა. მოსწავლეებმა დაბეჭდეს ბროშურები, რომელიც დაარიგეს სკოლაში და თემში მაცხოვრებლებს.

კლუბს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგი ასევე სკოლის დირექტორი კახაბერ შონია.

მართალია დემოკრატია როგორც პოლიტიკური იდეალი ისტორიულად ყველაზე გამართლებულ მოვლენად იქცა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ პრაქტიკულ დონეზე დემოკრატია როგორც იდეალი და როგორც პოლიტიკური წესრიგი, უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში გაბატონებული ერთი ჯგუფის ტყვეობაშია. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ დემოკრატიის კრიზისს გარდა იმ ფაქტორებისა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, ასევე თავის მხრივ განაპირობებს პოსტმოდერნული ეთიკა, რა დროსაც ინდივიდში სწრაფვა დამოუკიდებლობისათვის უფრო მეტია, ვიდრე ურთიერთდამიკიდებულებისადმი. დემოკრატია კი პირველ რიგში, მისი ორიგინალური შინაარსით გულისხმობს მკაცრი ინდივიდუალიზმის უარყოფას და კომუნიტარიანული ეთიკის შემუშავებას. აქედან გამომდინარე, პოსტმოდერნულმა ეპოქამ მისთვის დამახასიათებელი ნიჰილიზმით ხელი შეუწყო საზოგადოების ატომიზაციას და შესაბამისად დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური იდეალის კრიზისს. ამასთანავე, როგორც უკვე ითქვა, კრიზისი გააღრმავა დემოკრატიისა და ნეოლიბერალური დოქტრინის ხელოვნურმა "დაძმობილებამ", რამაც ბუნებრივია სარგებელი მოუტანა დომინანტურ კლასს, მაგრამ იმედები წაართვა საზოგადოების თითქმის ყველა დანარჩენ ფენას. ეს არის პროცესი, რომელიც შეინიშნება როგორც დასავლურ საზოგადოებებში, ასევე იმ არადასავლურ კულტურებში, რომლებიც დასავლეთს იმიტირებენ.

სიტყვა „დემოკრატია" მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს" ნიშნავს „ხალხს", ხოლო „კრატოს" „მმართველობას". დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.

არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმწიფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.

დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადაც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.  

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება