სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ტარიელ ხარხელაურს შეხვდნენ
01-04-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტ ტარიელ ხარხელაურს შეხვდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის -  „არაქართულენოვან მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერა“ კონსულტანტ-მასწავლებლებმა: ლალი მარგიანმა, ნარიმან მელიქიძემ, თინა ბაწაშვილმა და ხოჯორნის, ახკერპის და ოფრეთის მოსწავლეებმა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში პოეტი - ტარიელ ხარხელაური მიიწვიეს.

ოფრეთის საჯარო სკოლისის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ხოჯორნის სკოლის მოსწალის შესრულებული რევაზ ლაღიძის სიმღერით - ,,ჩემი საქართველო აქ არის“ დაიწყო. სტუმრებს ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი მიესალმა.

კულტურის ცენტრის ორგანიზატორმა, მსახიობმა ზურა ხაფთანმა და მისმა მეგობრებმა კი დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინეს ტარიელ ხარხელაურის ლექსით.

„მოსწავლეებმა ემოციური და შთამბეჭდავი დღე აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, დაიმსახურეს აპლოტისმენტები და ავტორის შექება.

უნდა აღინიშნოს, რომ პოეტმა - ტარიელ ხარხელაურმა წაიკითხა თავისი რამდენიმე ლექსი , რომელსაც მთელი დარბაზი სულგანაბული უსმენდა. 

ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. მათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, რომელშიც პოეტის საუკეთესო ლექსებია წარმოდგენილი. საღამოს საკრებულოს, მერიის, კულტურის ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლების პედაგოგები და წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ოფრეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ხოჯორნის სკოლის პედაგოგს ლალი მარგიანს, აღნიშნული იდეის გაზიარებისა და ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის, ასევე მარნეულის კულტურის სახლს და მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება