სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

27 მარტს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი პროგნოზი
26-03-2019
-
+


თბილისში 27 მარტს ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს. დღეს კი წვიმა და ნისლია ნავარაუდევი. მაქისმალური ტემპერატურა კი +8 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში აცივდა, ზოგან ნალექი და ნისლია. ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე იქნება, ხოლო 27 მარტს +14, +19 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს +8, +13 გრადუსი იქნება, 26-27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

როგორც etaloni.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 28 მარტიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 28 და 29 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი იქროლებს. მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლებელია მოთოვოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება