სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაბალი აქტივობაა - 25 მარტის მონაცემებით, 12 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული
25-03-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრობის კანდიდატებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს სთხოვს გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება. 

ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ კი მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

2019 გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 25 მარტის მონაცემებით:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი  600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა
  • საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 1700 -ზე მეტმა  აპლიკანტმა შეავსო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება. რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია 2019 წლის ,,ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. 

რეგისტრაციისათვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  გამოიცა სპეციალური კალენდარი, რომლის საშუალებით აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას რეგისტრაციის ვადებისა და  გამოცდებთან დაკავშირებული სხვა  მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ. კალენდრები სკოლებსა და რესურსცენტრებს ურიგდებათ. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრებს  მართვას  საქართველოს  სხვადასხვა ქალაქში. შეხვედრაზე აბიტურიენტებსა  და დაინტერესებულ პირებს  ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ინსტრუქციებსა და გამოცდის პროცედურებს დეტალურად აცნობენ.

როგორც რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს. 

„წელს სკოლას 39 ათასი მოსწავლე ასრულებს, თუმცა არ დაგვავიწყდეს ის მოსწავლეები, რომლებმაც სწავლა წინა წლებში დაასრულეს, ასევე ისინი, ვინც დაასრულეს 12 კლასი, თუმცა ატესტატი არ ჰქონდათ, წელს მათაც შეეძლებათ გამოცდაზე რეგისტრაცია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით, ძალიან დაბალი აქტივობაა. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება და მოვუწოდებ აბიტურიენტებს, დაიწყონ ეს პროცესი დროულად, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ გასათვალისწინებელი. ბოლო წუთებში უფრო მეტად იმატებს ნერვიულობა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება