სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი და საჭირო პროექტია“ - თეთრიწყარო „ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ემზადება
06-03-2019
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 5 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური უკვე 19 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

რესურსცენტრის უფროსი მაია ბეგიაშვილი: 

„გუშინ დასრულდა „ეტალონის“ პირველი ეტაპი ჩვენთან. მუნიციპალიტეტის 28 სკოლიდან 27-მა მიიღო ტესტირებაში მონაწილეობა. დასწრება და მოსწავლეთა აქტიურობა ნორმალური იყო. რაც შეეხება „ეტალონს“, ის ნამდვილად კარგი პროექტია, რომელმაც დროს გაუძლო და მოსწავლეებში და მშობლებში წლებია იწვევს დაინტერესებას“. 

მერიის წარმომადგენელი ფატიმა შავაძე: 

„ჩვენ უშუალოდ მისვლა და დასწრება ვერ მოვახერხეთ, რადგან ღონისძიება გვქონდა, მაგრამ რამდენიმე სკოლის დირექტორსა და სკოლის ადმინისტრაციას ტელეფონით ვესაუბრეთ. მათი საუბრიდან გამომდინარე და ჩვენი ინფორმაციით, ტესტირების პირველმა ეტაპმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. როგორც ვიცით, რამდენიმე სკოლას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. პროექტს დადებითად შევაფასებ, რადგან ის ხელს უწყობს განათლების დონის გაუმჯობესებას და ხარისხის ამაღლებას. ის მოსწავლეებს აძლევს გამოცდილებას და ცოდნას მომავლისთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენ და ჩვენი რაიონი „ეტალონის“ მხარდამჭერებად მოვიაზრებით“. 

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ზაქაიძე: 

„ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. კარგი შედეგები დაფიქსირდა და მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან. პირველი ტურის მიმდინარეობას გარკვეული დროის მანძილზე რესურსცენტრის უფროსიც აკვირდებოდა. ზოგადად, „ეტალონით“ მოსწავლეები დაინტერესებულები არიან, რადგან შარშანდელთან შედარებით წელს მონაწილე მოსწავლეები რაოდენობა გაიზარდა“. 

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი  ნინო ამურველაშვილი: 

„პირველ ტურში 25 მოსწავლე მონაწილეობდა. სულ 31 დარეგისტრირდა, მაგრამ მხოლოდ 25-მა შეძლო ტესტირებაში მონაწილეობა. ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა, არანაირი პრობლემა ან დაბრკოლება არ შეგვხვედრია“. 

საღრაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ გულვერდაშვილი:

 „ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეები თავიანთი შედეგებით კმაყოფილები არიან, იყვნენ ძალიან მობილიზებულები და ახლა მოუთმენლად ელიან მეორე ტურს“. 

საღრაშენის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ბაღაშვილი: 

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია. ის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობა. რაც შეეხება, ტესტირებას, პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს ტესტებზე და მეორე ტურს ელოდებიან“. 

ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ბეგიაშვილი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე „ეტალონში“ მონაწილეობას. წელს 5 მოსწავლე დარეგისტრირდა, თუმცა მხოლოდ ორმა შეძლო ტესტირებაზე დასწრება. მინდა აღვნიშნო, რომ მათ საკმაოდ მაღალი ქულები აიღეს. ტესტირების პროცესმა მშვიდ, წყნარ გარემოში ჩაიარა, საკმაოდ ნორმალურად. „ეტალონი“ შემეცნებითი და საინტერესო პროექტია, რომელიც ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი და საჭიროა“. 

ჩხიკვთას საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაირა გოგიჩაშვილი:

„ზოგადად, პროექტი ძალიან კარგი და საინტერესოა, რადგან მოსწავლეებში სწავლის სურვილს აღვივებს. უშუალოდ მე ტესტირების პროცესს არ დავსწრებივარ, მაგრამ როგორც ვიცი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ“.  

ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ქავთარაძე:

„ეტალონი“ შესანიშნავი პროექტია, რომელიც მოსწავლეებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღოს ტესტირებაში მონაწილეობა. პირველი ტურის ტესტირებამ ობიექტურად, გამჭირვალედ ჩაიარა და ახლა მეორე ტურს ველოდებით. შედეგებით ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მომავლისთვის უკეთ მოვემზადებით და ამ რეზულტატს გავაუმჯობესებთ“. 

მარაბდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანა გულდამაშვილი:

„ტესტირებამ ნორმალურად, მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებს შედეგები დღეს გავაცანით, თუმცა მეორე ტურისთვის ჯერ მზადება არ დაგვიწყია. ვისურვებდით, რომ „ეტალონი“ უფრო ხშირად ტარდებოდეს, რადგან ეს პროექტი მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და განათლების დონეს ზრდის“. 

პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი:

„წლევანდელი წელი მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა. ტესტირებამ კარგად და პრობლემების გარეშე ჩაიარა. თავად პროექტს დადებითად შევაფასებ, რადგან ის მოსწავლეებს აძლევს სტიმულს, იყვნენ უფრო მობილიზებულები და ისწავლონ კარგად“. 

პატარა ირაგის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ჯაფარიძე:

„მოსწავლეები ტესტირებისთვის წინასწარ მოემზადნენ და ძალიან მონდომებულები იყვნენ. თვითონ ტურმა ექსცესების გარეშე, მშვიდად ჩაიარა. წელს მოსწავლეები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ეს შედეგზეც აისახა. „ეტალონს“ დადებითად და უმაღლეს ქულზე შევაფასებ, რადგან ის მოსწავლეების ზოგად განვითარებას უწყობს ხელს“. 

ჯვარას საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ჩარკვიანი: 

„წელს „ეტალონში“ 4 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტია, მაგრამ მოსწავლეები შეძლებისდაგვარად ჩაერთნენ ჩემპიონატში. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელშიც მოსწავლეებს მონაწილეობის მიღება უხარიათ. მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეთქმის მასზე“. 

ჯვარას საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინა კორძაია: 

„ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. წელს მოსწავლეების კარგი აქტიურობა იყო, დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ქულებიც. ზოგადად, ბავშვების აქტიურობა და ინტერესი მაღალია ხოლმე, როცა „ეტალონზეა“ საუბარი. პროექტი მათ მოტივაციას უმაღლებს და ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს“. 

კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლია ფადარაშვილი:

„იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლებში ტესტირებაში მონაწილეობის გამოცდილება გვქონდა, წელსაც პირველმა ტურმა მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი უნარები და შესაძლებლობები და მათი თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაუჭირდათ. ჩვენ ჩვენი მხრიდან უკვე ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა ველოდებით შედეგებს, რათა მეორე ტურისთვის დავიწყოთ მზადება. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის მოსწავლე ზედიზედ ორი წელია თეთრიწყაროს „ეტალონი მოსწავლე“ ხდება და ეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს დიდ სტიმულს აძლევს. მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით და სურვილით ერთვებიან ჩემპიონატში, ამ მომენტში კი მეორე ტურს ველოდებით ყველა“. 

კოდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ყვავილაშვილი: 

„მესამე წელია, რაც ჩვენს სკოლაში „ეტალონი“ ტარდება და შესაბამისად, აქტიურობაც მაღალი იყო. წელს ჩემპიონატში 27 მოსწავლე მონაწილეობდა და სტანდარტულად, იმ მოსწავლეებმა გაიარეს ტესტირება, რომლებსაც საუკეთესო შეფასება აქვთ. „ეტალონი“ მათ მოტივაციას აძლევს, რათა უკეთ ისწავლონ, რადგან მხოლოდ ერთი კონკრეტული საგნის ცოდნას არ ამოწმებს და ზოგად კითხვებზეა ორიენტირებული“. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება