სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ცვლილებები განხორციელდა ერთიან ეროვნულ გამოცდებში 2005 წლიდან დღემდე
27-06-2019
-
+


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა და მას შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ტარდება.

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა არსებობის განმავლობაში არაერთი ცვლილება განიცადა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების სპეციალისტებთან ერთად გარკვეულ ცვლილებებს აპლიკანტებს ყოველ წელს სთავაზობს. 

Etaloni.ge გთავაზობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით 2005 წლიდან დღემდე განხორციელებულ და დაანონსებულ სიახლეებს.

2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მოთხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ვინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისას გამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).

2006 წელს - არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა 3 გამოცდა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. აბიტურიენტთა ნაშრომების შეფასებული ასლები განთავსდა ინტერნეტში – ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვა აპელაციამდე. შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. გადაწყდა, რომ გრანტი, ნაცვლად 3 გამოცდისა, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით გაცემულიყო.

2007 წელს - აბიტურიენტთა განაცხადები განთავსდა ინტერნეტში. საკუთარი განაცხადის გადამოწმება ნებისმიერ აბიტურიენტს ინტერნეტით შეეძლო.

2008 წელს - ზოგადი უნარების ტესტი ითარგმნა აზერბაიჯანულად და სომხურად. წარმატებით დაინერგა კომპიუტერული გასწორების სისტემა (eMarker).

2009 წელს - გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამსწორებლები შეირჩნენ კონკურსის წესით.

2010 წლიდან სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა ოთხი გამოცდის შედეგების საფუძველზე.

2011 წელს აპლიკანტებს საშუალება მიეცათ რეგისტრაცია ელექტრონულად გაევლოთ. 

2012 წლიდან კი დარეგისტრირება მხოლოდ ინტერნეტით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.  2012 წელს, ასევე, აბიტურიენტებს შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებს სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხოურ ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადაელახათ.

2013 წელს აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ განაცხადში ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა მიეთითებინათ, რომლებზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ასეთმა ცვლილებამ მეორადი ჩარიცხვების საჭიროება მოხსნა, შესაბამისად, მეორადი ჩარიცხვები არ განხორციელებულა. 

2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე სტუდენტთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება. მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, რომლებზეც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება მოქმედებდა. 2013 წლიდან ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგა და შესაძლებელი გახდა 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდა.

2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი შემუშავდა. ასევე, უცხოური ენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი და არჩევითი საგნების ნუსხას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

2015 წელს არჩევითი საგნების ჩამონათვალს კიდევ ერთი საგანი სამოქალაქო განათლება დაემატა. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ ზოგადი უნარების, ქიმიისა და მათემატიკის გამოცდები ინგლისურ ენაზეც ჩაებარებინათ.

2016 წელს გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებდა. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე ხედავდა, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე ნიშნავდა ან წერდა. 

2018 წლიდან არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ტარდება.  სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილება არ შეეხო ზოგადი უნარების გამოცდას, იგი ტარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

2019 წელს ცვლილებები შევიდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდაში. ცენტრის განმარტებით, წინა წლების ტესტების ანალიზმა აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. 

2020 წელს კი დაგეგმილია სავალდებულო გამოცდების სიიდან ზოგადი უნარების ამოღება. აპლიკანტებისთვის სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნები იქნება ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორია იმის გათვალისწინებით ჰუმანიტარული მიმართულებით სურს აპლიკანტს სწავლის გაგრძელება თუ ტექნიკური. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხდება სტუდენტების გრანტით დაფინანსება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება