სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ინკლუზიური განათლების მეთოდური გზამკვლევები შემუშავდა
28-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ფსიქოლოგებისა და ოკუპაციური თერაპევტების ჩართულობით, შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის დამხმარე გზამკვლევები შეიქმნა.

უწყების ცნობით, სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური რესურსი მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის პრაქტიკული სახის რეკომენდაციებს მოიცავს და როგორც მშობლებს, ასევე სფეროს სპეციალისტებს დახმარებას გაუწევს მოსწავლის აკადემიური, კოგნიტური, ფუნქციონალური, ქცევითი, ემოციური, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში. გზამკვლევის შექმნის მიზანს წარმოადგენს ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერის შესახებ სკოლის პერსონალის ინფორმირება, რომელიც ტრადიციული სასკოლო დისციპლინისგან განსხვავებით, აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ არასასურველ ქცევაზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე, არამედ ქცევითი სირთულეების პრევენციაზე. დასჯის ნაცვლად კი, იყენებს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისთვის სასურველი ქცევის მოდელირების, წახალისებისა და სწავლების მეთოდს.

გზამკვლევში დეტალურადაა წარმოდგენილი კლასის მართვის რეკომენდებული ტექნიკა და განხილულია ქცევის პოზიტიური მხარდაჭერის პროგრამის სპეციფიკა და მახასიათებლები, ასევე ინდივიდუალური შემთხვევები და კრიზისული სიტუაციებისისას სკოლებში ქცევის მართვა. ეს გზამკვლევებია: ინტელექტუალური სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მოტორული შეზღუდვის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; აუტიზმის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; სმენის

სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; მხედველობის სირთულის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობა; ქცევის მართვის პოზიტიური მხარდაჭერა სკოლებში - პრევენციული აქტივობები; ქცევის მართვის ინდივიდუალური ქეისები; ქცევის მართვა სკოლებში კრიზისულ სიტუაციების დროს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება