| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომელთაც სამახსოვროდ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
„დღიურების კონკურსში“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, საქართველოს საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჟიურის მიერ, საფინალო 216 ნამუშევარიდან, სამი საუკეთესო გამოვლინდა და პირველი ადგილის მფლობელები ასპინძის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები მარიამ ქავთარაძე და თამარ ციხელაშვილი გახდნენ. მეორე ადგილი რუსთავის N17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილმა, ხოლო მესამე მარნეულის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვმა დაიკავა.
ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსი: „გაცოცხლებული სურათები“ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. 107 საფინალო ნამუშევარიდან პირველ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი თბილისის N147 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ვახტანგ კუჭავამ, მეორე თბილისის N138 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი ჯორჯაძემ და თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გიორგი ყამბარაშვილი, ხოლო მესამე რუსთავის N15 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ყიფშიძემ, მარიამ მიქაუტიძემ, ლუკა გოგატაძემ, ლიზი მეტრეველმა, ანი ხაჩიძემ, ანა კენჭაძემ და მარიამ ქიმაძემ დაიკავეს. მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა სინაურიძემ, მეორე ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე დავით ქებაძემ დაიკავა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა ხაშურის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იოსებ მულაძე.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა ასევე „ჟიურის რჩეული“, რომელიც თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთევან ცინცაძე გახდა. ნომინაციაში „ორიგინალური იდეა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე პაატა გელაშვილმა და მე-8 კლასის მოსწავლე ანა გოგოლაურმა დაიკავა, ხოლო „ახალგაზრდა ანიმატორი“ რუსთავის N7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იმედა აფციაური გახდა. ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი“ დუშეთის სოფელ არაგვისპირის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაკა ინიაშვილმა გაიმარჯვა.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას