სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

თუ თქვენი შვილი თევზია, მეტი მოეფერეთ, მერწყულს თავისუფლება არ შეუზღუდოთ - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევები მშობლებს
16-05-2018
-
+


სასწორს ერთდროულად ორი კერძი არ შესთავაზოთ, თევზს მეტი მოეფერეთ, მერწყულს თავისუფლება არ შეუზღუდოთ - ამ და კიდევ სხვა რჩევას აძლევს მშობლებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

''თევზი ბავშვი ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა, ისევე როგორც კირჩხიბი. მათ მშობლებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტად მოეფერონ, რაც შეიძლება მეტი საერთო ენა გამოძებნონ, ბავშვის სულში ჩაიხედონ. თევზი ბავშვი თუ ჩაიკეტა, მერე აღარ გახსნის თავის შინაგან ბუნებას. უმნიშვნელო რამეზეც შეიძლება ატირდეს. ამ ზოდიაქოს ნიშნებთან საჭიროა, რომ მათი თვითრწმენა გაიზარდოს. თევზებს ხშირად აქვთ შიშები. ამიტომ მშობლები მაქსიმალურად უნდა დაინტერესდნენ, რატომ აქვთ შიშები, რა არის მიზეზი? საჭიროა კონტროლი, რომ მშობლებს რამე არ გამორჩეთ.

ვერძი რაც არის - ეს არის. არაფერს არ მალავს, გახსნილია ყველაფრისთვის, მთელი სამყაროსთვის. ვერძს, ლომს და მშვილდოსანს სხვა პრობლემა აქვთ. სამივე ცეცხლის ნიშანია, ეს სამი ლიდერია. გონებამახვილები და კონტაქტურები არიან, მაგრამ თავნებები. საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებულები არიან. მიაჩნიათ, რომ მათზე უკეთესი ქვეყანაზე არავინ არაა. ამზოდიაქოს ნიშნებში მშობლებმა მაქსიმალურად უნდა განავითარონ თავმდაბლობა. 

მერწყული ბავშვი თავისუფლებისმოყვარეა. მათ მშობლებს ვურჩევ, იპოვონ ოქროს შუალედი. არც ძალიან ჩაუკეტონ თავისუფლება, რადგან ასეთშემთხვევაში მერწყული ბავშვი სახლიდან გაქცევას ეცდება. არც იმდენი თავისუფლება მისცენ, რომ ეს ნორმად ჩათვალონ და ტრადიციები არაფრად მიიჩნიონ. მათთან საჭიროა ზომიერი მიდგომა. პატივი ეცით მის თავისუფლებას, შიგადაშიგ კი ჩაუნერგეთ ტრადიცების მნიშვნელობა. მერწყულს ნუ დაელაპარაკებით პრინციპით: ასეა მიღებული, ესაა წესი. ეს მას სასტიკად აღიზიანებს. ეს მისი ფრაზა არ არის.მას ზედმიწევნით უნდა განუმარტოთ ყველაფერი. 

თხის რქას მსგავსი მიდგომა არ სჭირდება. მას ეტყვით, რომ ეს ასეა და დამთავრებულია. მასთან ასეთი მიდგომა გამართლებულია. თხის რქა, ქალწული, კურო ტრადიციული ნიშნებია. ისინი მთლიანად ეფუძნებიან საზოგადოებაში მიღებულ კანონებს. მათთან გაცილებით უფრო მარტივია ურთიერთობა, რადგან ადვილად ექვემდებარებიან წეს-ჩვეულებებს. 

რაც შეეხება მორიელს, მთავარია, მორიელში არ გაიზარდოს ეჭვიანობა. ამ ნიშანს ყველას და ყველაფრის მიმართ ეჭვები აქვს. მორიელი ბავშვის მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ შვილში არ იყოს წყენის დამახსოვრების და სამაგიეროს გადახდის სურვილი. მშობელმა უნდა იმუშაოს იმ კუთხით, რომ შვილში ეს თვისებები შეამციროს, დააოკოს. 

სასწორთან მუშაობა პატარაობიდანვეა საჭირო. სასწორსა და ტყუპებს მსგავსი პრობლემები აქვთ. მათი მთავარი პრობლემა გაორებაა. ნუ დაუდებთ ორი ან სამი სახის საკვებს ერთად. ორივე ინტელექტუალური ნიშანია. ტვინი ძალიან კარგად მუშაობს და სწორედ ესაა მათი ''უბედურება''. როდესაც იწყებენ ფიქრს, რომელი კერძი აირჩიონ, არჩევანს ვერაკეთებენ და კარგავენ შანსებს. ან ერთი საკვები დაუდეთ და როდესაც დაამთავრებს ჭამას, შემდეგ გამოაჩინეთ მეორე. ან თუ ყველა კერძს ერთად დაუდებთ, კეთილი ინებეთ და ასწავლეთ, რომლით დაიწყოს. არგუმენტირებულად აუხსენით, რატომ სჯობს ამით დაწყება, ამაზე გადასვლა და ამით დასრულება. აი, ამას რომ შეეჩვევიან, შემდეგ პრობლემაც მოიხსნება.''

სასურველია, მშობლებმა ეს პრინციპები გაითვალისწინონ - შვილებთან ურთიერთობა ბევრად გამარტივდება და ყველაფერი კარგად იქნება.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

როგორ უნდა აიღოთ სკოლის ატესტატი და რა შემთხვევაშია ფასიანი 

„წლებია ვსაუბრობთ მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადების მნიშვნელობაზე“ - ანგარიში

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება