სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება
28-01-2019
-
+


სკოლის სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემა 10 წლამდე გაიზრდება, თუმცა კონკრეტულად როდიდან განხორციელდება აღნიშნული ცვლილება უცნობია.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

როგორც ირინა აბულაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სტატისტიკურად ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლას სწორედ X კლასში ტოვებს ანუ მაშინ, როცა უკვე გამოცდების პერიოდი იწყება.

„სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მაღალი სკოლის მიტოვების მაჩვენებელი არის X კლასში. ეს ემთხვევა ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც სკოლაში იწყება გამოცდები. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როცა სკოლის გამოცდებში მოსწავლეების ჩაჭრის გამო სკოლის დირექტორები იხსნებოდნენ თანამდებობიდან ანუ სკოლა მიყენებული იყო კედელთან.  სკოლის პასუხისმგებლობა მართლა მაღალი უნდა იყოს, ოღონდ სწავლის პროცესში და არა გამოცდების შედეგებთან მიმართებაში. სწორედ ეს არის სკოლის პასუხისმგებლობა, რომ ის ორიენტირდეს კარგ გაკვეთილზე, სასწავლო პროცესზე და არა გამოცდების შედეგზე.  

იცით, რომ საბაზო განათლების მიღება ახლა არის 9-წლიანი, თუმცა, 9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს არც ასაკობრივად და არც აკადემიურად მზაობა არ გააჩნიათ გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიულ პროგრამაზე გასასვლელად ან სწავლის გასაგრძელებლად. ის, რომ საბაზო განათლებას 10 წლამდე ვზრდით, ნიშნავს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მოსწავლეების (რომლებიც სკოლას ტოვებენ X კლასში და ეს დაახლოებით 13%-ია) საფუძვლიანი განათლების მიღება და მათთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა“,-განაცხადა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილემ XI და XII კლასის მოსწავლეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ცუდი აკადემიური მოსწრება აქვთ, რადგან საგამოცდოდ ემზადებიან და სკოლაში არ დადიან.

„აღსანიშნავია, რომ XI და XII კლასი პრაქტიკულად მორღვეულია. ჩვენი კანონით ოფიციალურად ვრთავთ ნებას XII კლასის მოსწავლეებს, რომ სკოლაში არ იარონ და გამოცდებისთვის ისე მოემზადონ. ძალიან მნიშვნელოვანია XI და XII კლასი იყოს ძალიან აკადემიური.  ლექტორები ამბობენ, რომ სტუდენტებს არ აქვთ პრეზენტაციის უნარი, ჯგუფური მუშაობის უნარი და ა.შ. გამოდის, რომ უნივერსიტეტები პირველ კურსზე სტუდენტებს იმას აძლევენ, რასაც სკოლა უნდა აძლევდეს ამ ადამიანებს საშუალო საფეხურზე“,-განაცხადა აბულაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, პროფესიული პროგრამების საშუალო საფეხურზე ინტეგრაცია მოხდება.

„ჩვენ პროფესიული განათლების მიმართულებით დავნერგეთ სიახლე, რომლის მიხედვითაც საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების პროგრამის ინტეგრაციას გულისხმობს. ანუ XI და XII კლასის ინტეგრაცია მოხდება პროფესიულ კოლეჯებში, იმისთვის, რომ მოსწავლე, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, ატესტატიც აიღოს და შემდეგ გააგრძელოს სწავლა მოკლე ციკლის საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც ასევე სიახლეა, ეს არის 2-წლიანი პროგრამები, რომელიც შემოვა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ დაწყებითი და საბაზო საფეხურის დონეზე შეფასებები დაინერგება; შედეგზე ორიენტირებული ინტერვენციის პროგრამები ამუშავდება სკოლის დონეზე;  საშუალო საფეხურის (მე-11-12 კლასების) ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცება.

ასევე იხილეთ: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება

2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

„სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია“ - მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება