სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიტევების უნარი, ბავშვების სიყვარული და ცოდნაა“ - ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი სოსო წულაია
22-08-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ემზადებიან. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სოსო წულაია etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, წელს სკოლაში პირველკლასელები არ ეყოლებათ, თუმცა ტრადიციული საზეიმო ღონისძიება სხვა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გაიმართება.
 
დირექტორმა მცირეკონტინგენტიანი სკოლის თავისებურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლაში პედაგოგები მოსწავლთა საჭიროებებიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მოქმედებენ. მისი თქმით, მოსწავლეთა სიმცირე პედაგოგებს საშუალებას აძლევს თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგნენ და მაქსიმალურად გაითვალისწინონ მათი საჭიროებები და შესაძლებლობები
 
ამასთან, აღნიშნა, რომ მის სკოლაში დამწყებ პედაგოგებს ყოველთვის გულისხმიერებით ეპყრობიან: „ჩვენთან არიან მრავალწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლები და როცა ახალი პედაგოგი მოდის, მას ეხმარებიან, რჩევებს აძლევენ. კარგი თანამშრომლობა გვაქვს.  
 
ახალგაზრდა პედაგოგებს, რომლებიც ახლა იწყებენ სკოლაში მუშაობას ვურჩევდი 
დიდი გულისყურით მოეკიდონ საქმეს და სიყვარულით პროფესიას. მასწავლებლის საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიტევების უნარი, ბავშვების სიყვარული და ცოდნაა“. 
 
სოსო წულაიამ საუბრისას ყურადღება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეებსა და მასწავლებელბს, არამედ ზოგადად ადამიანებს მოტივაციის ამაღლებისკენ უბიძგებს, არის გარემო და სიტუაცია, რომელშიც ისინი არიან.  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება