TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამიქაოს საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის, ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო 
22-08-2025
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლა ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელის ანზორ ჯანგველაძის გარდაცვალების გამო მთელი სასკოლო საზოგადოება დამწუხარებულია. ადმინისტრაციისა და დირექციის წარმომადგენლებმა პედაგოგის ღვაწლის აღსანიშნავად გამოსამშვიდობებლი წერილი გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა და მისი სიმპათია და პატივისცემა არ დაემსახურებინოს. ასეთი იყო ჩვენი-ანზორ მასწავლებელი! მაღალი ინტელექტით და ბრწყინვალე პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და ყველას სიყვარულით გამორჩეული. იყო ერუდირებული და უდიდესი კულტურის მქონე პიროვნება, რომელიც გამოირჩეოდა სრულფასოვანი კოლეგიალურობით. მან მრავალი თაობა აღზარდა ზნეობის სწორი მიმართულებით.

ბატონი ანზორ ჯანგველაძის პედაგოგიური საქმიანობა უკავშირდება სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლას წლების მანძილზე იგი გახლდათ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი და ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი.

უდიდესი ტკივილი და სიცარიელე დაგვიტოვა ბატონი ანზორის და მისი მეუღლის ქალბატონი ელენა ჭალაგანიძის წასვლამ. ისინი იყვნენ მაგალითი გულისხმიერებისა. მთელი კოლექტივი ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სათნო სულს, სადაც მართალნი განისვენებენ. მარადიული ხსოვნა მას!“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. 

„ეტალონი“ ღვაწლმოსლი პედაგოგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახსა და კოლეგებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება