სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, რა ცვლილებებს გეგმავს მთავრობა სკოლებსა და ბაღებში - სტრატეგიის დოკუმენტი
18-08-2025
-
+


2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის)  2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს „სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში (საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სისტემაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, იურისპრუდენციაში, ადმინისტრაციულ მმართველობაში, მედიის, ეკონომიკის, ბიზნესის, საბანკო, სარეკლამო თუ მარკეტინგის სფეროებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, საზოგადოების კულტურულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში) გამოყენების სათანადო პირობებს“.

„ჩატარდება ქართულის მართლწერის ტრენინგები... განახლდება სახელმწიფო ენის ნორმები“ - სტრატეგია 

რა მიმართულებით შეეხება აღნიშნული სტრატეგია სკოლებსა და ბაღებს - დოკუმენტში ნათქვამია, რომ, ეროვნული სასწავლო გეგმა ბილინგვური მიდგომით დაინერგება არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე; გარდა ამისა, ბილინგვური  მიდგომით დაინერგება  ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტები არაქართულენოვან საბავშვო ბაღებში.

შეიქმნება სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მარეგულირებელი ჩარჩო პროფესიული განათლების მიღების მიზნებისთვის და იგეგმება სახელმწიფო ენის პროგრამის ახალი მოდელის პილოტირება.

სტრატეგია ეხება პედაგოგებსაც: არაქართულენოვანი საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა. მომზადდება ​სახელმწიფო ენაში საცდელი საგამოცდო მასალა, მოხდება არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლების გადამზადება და ჩატარდება ჩაღრმავებული კითხვარით 1+4 პროგრამის  შედეგების კვლევა“, - ნათქვამია დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება