| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ძლიერი სიცხე საშიშია არა მხოლოდ მზის დამწვრობის გამო, არამედ არსებობს ე.წ. სითბური დაავადებები, რომელთა მიმართ ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან.
რა ტიპის გადახურება არსებობს, რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როგორ ავიცილოთ თავიდან დროულად?
რატომ ხდება გადახურება
თერმორეგულაცია არის ორგანიზმის უნარი, შეინარჩუნოს სხეულის მუდმივი ტემპერატურა ცვალებად გარემოში. ტემპერატურის მუდმივობა მნიშვნელოვანია ცილებისა და სხვა ორგანული ნივთიერებების მეტაბოლიზმისთვის. როდესაც გარემოს ტემპერატურა იმატებს, სისხლძარღვები ფართოვდება და მათში მეტი სისხლი მიედინება. რაც ორგანიზმს ტემპერატურის ხელოვნურ დაწევაში ეხმარება. ოფლის გამოყოფა კი გადახურების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. სწორედ ამ ბალანსის დარღვევა იწვევს სითბურ დაავადებებს: სითბურ გამოფიტვას ან სითბურ დარტყმას, თერმულ კრუნჩხვებს. ბავშვები კი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათ მიმართ.
ასევე დაგაინტერესებთ - 5 ნაკლებთვალშისაცემი საფრთხე ქალაქში სიცხის დროს
სითბური გამოფიტვა
სითბური გამოფიტვა სითბური დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმაა. სითბური დარტყმა იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ სითბური გამოფიტვის დროს არანაირი ზომები არ იქნება მიღებული. გამოფიტვა ხდება მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედების ან დახუთულ ოთახში ყოფნის შედეგად.
სითბური გამოფიტვის სიმპტომებია:
რა უნდა გავაკეთოთ?
დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სითბური დარტყმა
სითბური დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა. ბავშვის სხეული უფრო მეტ სითბოს აგროვებს, ვიდრე გამოყოფს, სხეულის ტემპერატურა კი იზრდება.
სითბურ დარტყმის სიმპტომებია:
რა უნდა გავაკეთოთ?
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, სითბური დარტყმა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.
სითბური კრუნჩხვა (კრამპი)
სითბური კრუნჩხვები - სითბური დაავადებების კიდევ ერთი ფორმაა, რომელიც შეიძლება წინ უძღვოდეს სითბურ დარტყმას. სითბური კრუნჩხვა არის კუნთების მტკივნეული სპაზმი, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიცხეში ფიზიკური დატვირთვის დროს ან შემდეგ. სპაზმი, როგორც წესი, ვრცელდება ფეხების, მუცლის ან ხელების დიდ კუნთებზე. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩვეული ან მომატებული სხეულის ტემპერატურა. თუმცა, სხეულის ძირითადი ტემპერატურა არ აღემატება 40°C-ს.
რა უნდა გააკეთოთ?
როგორ ავირიდოთ თავიდან გადახურება სიცხეში?
წყარო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა