სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ! - რეიტინგული სიის შედგენის ვადა იწურება
20-08-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა გამოსაცდელებს 21 აგვისტოს18:00 საათამდე შეეძლებათ.
 
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა შევიდნენ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე. 
 
დეტალური ინსტრუქცია:
 
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა,წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება - „დამატება". 
 
თუ პირველ ადგილზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს - „დამატება” და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს - „წაშლა” და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ, პირველ საფეხურზე. აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
 
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
 
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ: 
  • აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
  • გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
  • თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
 
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება