TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

9-წლიანი უპირობო ავტორიზაცია სამთაწყაროს საჯარო სკოლას - „გულით გისურვებთ წარმატებას და უწყვეტ წინსვლას ყველას“
21-08-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლას 9-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა, ეს კი ნიშნავს, რომ სკოლამ ყველა კრიტერიუმი დამატებითი პრიობის გარეშე დააკმაყოფილა. ფაქტს სკოლის ადმინისტრაცია ეხმაურება და მათ პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„გილოცავთ ჩვენს სკოლას - 9-წლიანი უპირობო ავტორიზაცია!

ავტორიზაცია არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცესი, რომლის მიზანია ოფიციალურად დაუკანონოს სკოლას სასწავლო საქმიანობა და დარწმუნდეს, რომ ის სავალდებულო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

„უპირობო“ ავტორიზაცია კი ნიშნავს, რომ სკოლამ ყველა კრიტერიუმი დამატებითი პირობების გარეშე დააკმაყოფილა, ხოლო 9-წლიანი ვადა არის მაღალი სტანდარტების მიმართ მდგრადობისა და ნდობის მკაფიო აღიარება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლას მინიჭებული 9-წლიანი უპირობო ავტორიზაცია - ეს არის ჩვენი გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და ერთობის შედეგი. ვულოცავთ მთელს სასკოლო საზოგადოებას!

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს - სისტემური მხარდაჭერისთვის, განათლების ხარისხის განმტკიცებასა და თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობისთვის.

გულითადი მადლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ნდობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით: ქალბატონ გვანცა ნინიძეს, ქალბატონ ლელა ფიცხელაურს, ქალბატონ მარიამ გარაშვილს.

თქვენთან თანამშრომლობა იყო არა მხოლოდ შეფასება, არამედ გულისხმიერი, პროფესიული და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება, რომელმაც დამატებითი სტიმული მოგვცა, რათა მომავალშიც კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

განსაკუთრებული მადლობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ნიკოლოზ ჯანიაშვილს - სკოლის სრული რეაბილიტაციისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობა გახდა.

მადლობას ვუხდით სსიპ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა ჯანაშვილს, მუდმივი თანადგომისთვის. დიდი მადლობა ასევე ქალბატონ მაყვალა მაძღარაშვილს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

და რაც მთავარია - უსაზღვრო მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებს და გულშემატკივრებს. თქვენი ერთობა, ნდობა და აქტიური მონაწილეობა ჩვენი მთავარი ენერგიაა.

ჩვენ ვაგრძელებთ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამედროვე სასწავლო გარემოს განვითარებას - პასუხისმგებლობით, სიყვარულით და მაღალი სტანდარტებით.

გულით გისურვებთ წარმატებას და უწყვეტ წინსვლას ყველას: ჩვენს მოსწავლეებს - დიდ აღმოჩენებსა და მიღწევებს, მშობლებს - ამაყ სიხარულს შვილების წარმატებებზე, პედაგოგებს - ინსპირაციას, ენერგიასა და პროფესიულ წარმატებებს, მხარდამჭერებს - შემოქმედებით და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

ერთად, კიდევ უფრო მაღალ მიღწევებს მივაღწევთ“!




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება