სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის უხარისხო რძის ნაწარმის მიწოდებით, მეწარმეებმა 20 000 ლარი მიითვისეს - მხილებულია 2 პირი
22-08-2025
-
+


საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდების და ამ რა გზით 20 000 ლარის მოტყუებით დაუფლების გამო ორი მეწარმე სუბიქეტი ამხილეს. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით - „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, 2025 წელს, გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.

მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულების მიერ, სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება