სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგების შერჩევისას ჩემთვის მიკერძოება მიუღებელია“ -  სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მელია
22-08-2025
-
+


ახალი სასწავლი წლის დაწყებამდე აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში. მიმზიდველი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად, სკოლის დირექტორი რიმა მელია მაქსიმალურს აკეთებს.
 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი სწავლის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა შერჩევის კრიტერიუმებზე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ზოგადად პროფესიის მნიშვნელობაზე. 
 
„ვქმნით უსაფრთხო გარემოს, რაღაც ხარვეზები იყო და ვცდილობდით აღმოგვეფხვრა. გვინდა ლამაზი და კოხტა ოთახი დავახვედროთ ბავშვებს და როგორც ეკადრება ჩვენს სკოლას, ისე დავხვდეთ ჩვენს პირველკლასელებს.
 
გვქონდა უკვე რამდენიმე მშობელთან კომუნიკაცია, ბავშვებიც მოვიპატიჟეთ სკოლაში ბოლო ზარზე. თუ კიდევ დაგვემატება მოსწავლეები ვეცდებით მათაც წინასწარ გავაცნოთ კლასის ხელმძღვანელი, დავათვალიერებინოთ ადგილი და მოვაწონოთ გარემო, რომელშიც 12 წელი უნდა გაატარონ.
 
ეს სოფლის სკოლაა და მოგეხსენებათ, რომ მშობელმა იცის გარემო, სწავლობდა და დაამთავრა ეს სკოლა, უმეტესობა პედაგოგებსაც იცნობს და ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში, ნაცნობი გარემო დახვდებათ“, - აღნიშნა რიმა მელიამ.
 
მისივე თქმით, სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სსსმ მოსწავლეების საჭიროებებს და რესურსებს: „ძალიან კარგი სპეცპედაგოგი გვყავს. მან კარგად იცის, თითოეული მოსწავლის საჭიროება და მაქსიმალურად ცდილობს ისინი სასწავლო პორცესში იყვნენ ჩართულები. ამასთან სკოლის ფინანსების გათვალისწინებით მუდმივად ვცდილობთ განვაახლოთ რესურსები რომლებიც სსსმ მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ბავშვებიც და მშობლები კმაყოფილები არიან“.
 
რიმა მელია აღნიშნავს, რომ უკვე 5 წელია სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორია და სკოლაში პედაგოგების დასაქმების გამოცდილებაც აქვს და მათი შერჩევის კრიტერიუმებიც ნათლად აქვს ჩამოყალიბებული.

„ყველაზე მთავარი და აუცილებელი არის, მოსწავლეებთან ურთიერთობა. რაც არ უნდა თეორიული ცოდნა ჰქონდეს მასწავლებელს, თუ ბავშვებთან ურთიერთობა უჭირს, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენთან გამოცდილი პედაგოგები არიან, არ უჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ მაინც ყველა ახალ ეტაპზე ახალ ბავშვს თავისებური, ახალი მიდგომა სჭირდება და თანამშრომლებთან შეხვედრაზე საუბარს ვიწყებ ამით, რომ ბავშვებთან, მშობლებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მოსწავლეს მოუნდეს მასწავლებელთან შეხვედრა, მოსვლა, მოსმენა და ჩართულობა.

რაც შეეხება დასაქმებისას პედაგოგების შერჩევას, რა თქმა უნდა სკოლას აქვს თავისებური, განსხვავებული კრიტერიუმები. საგნის გამოცდა, 60 კრედიტიანი და ნუ როგორც არის მოთხოვნები და ყოველივე ამის შემდეგ გასაუბრებაზე ძირითადად ხდება სხვა რაღაცებზე დაკვირვება. მეხუთე წელია ვმართავ სკოლას და ჩემთვის მიუღებელია მიკერძოება, რაც არ უნდა ახლობელი იყოს რაღაცით გადავიხარო თუ არაკომპეტენტურია, ეს ჩემთვის მიუღებელია“, - აღნიშნავს სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება