სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჩააბარა თუ არა მასწავლებელმა გამოცდა - რა შემთხვევაში შეუძლია დირექციას შედეგის ნახვა
15-08-2025
-
+


მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა ყველა გამოცდის შედეგი ცნობილია, აპლიკანტებს კი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენის ვადა 18 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ. საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება.

მასწავლებლის გამოცდის მინიმალური ქულები საგნების მიხედვით - კომპტენციის დასადასტურებლად ეს შედეგები გჭირდებათ

ტესტირებისას მიღებული ქულის ნახვა მხოლოდ გამოსაცდელს შეუძლია - არავის აქვს წვდომა ინფორმაციაზე, გავიდა თუ არა მოქმედი პედაგოგი გამოცდაზე ან რა შეფასება მიიღო. თუმცა კომპეტენციის დადასტურების შემდეგ „ესქულის“ ბაზაში ეს ინფორმაცია აისახება.

იმავდროულად, არის გამონაკლისი, როდესაც სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია ნახოს გამოცდის შედეგი - ისეც ხდება, რომ პედაგოგებს გამოცდაზე სკოლის დირექცია არეგისტრირებს. ასეთ დროს მათ აქვთ წვდომა მონაცემებზე და შესაბამისად, ტესტირების ქულის ნახვაც შეუძლიათ.

საკითხი NAEC-თან გადავამოწმეთ, სადაც განმარტეს, თუ აპლიკანტს სხვა პირი ეხმარება გამოცდაზე რეგისტრაციაში, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეუძლია ნახოს საგამოცდო ქულა; „ყველა გამოსაცდელი თავად რეგისტრირდება და უნიკალური კოდიც მხოლოდ მან იცის. თუ მონაცემები სხვას არ გაუზიარა აპლიკანტმა, შეუძლებელია, ვინმემ მისი შედეგი ნახოს“.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება