სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობის სიგელებით ვაჯილდოვებთ“ - მაია თავართქილაძე, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
21-08-2025
-
+


15 სექტემბერს საქართველოს სკოლებს არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეების ჟრიამული აახმაურებს და პედაგოგებიც სულმოუთქმელად ელიან საყვარელ ბავშვებთან შეხვედრას. ამ მხრივ გამონაკლისი არც ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა გახლავთ, რომლის ხელმძღვანელი, მაია თავართქილაძე, etaloni.ge-ს უამბობს, როგორ ემზადებიან სასწავლო წლის დასაწყისისთვის და წარმატებული სკოლის ფორმულასაც უმხელს.

„ახალი სასწავლო წლისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით... ძალიან გვენატრება ბავშვები. გამოგიტყდებით, მათ გარეშე მკვდარია ყველაფერი და გვიხარია, რომ მალე სწავლა დაიწყება.

როგორც დირექტორს, მეამაყება, რომ ჩვენი სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართულია... სახელმძღვანელოები, ბუქები უკვე მომარაგებულია, პირველკლასელებს სათანადოდ დავხვდებით, თუმცა პატარებს 15 სექტემბრამდე ვიწვევთ ხოლმე, რათა გაეცნონ სკოლას, შეისწავლონ გარემო, გაიცნონ პირველი მასწავლებელი... წელსაც არ დავარღვევთ ტრადიციას, სასწავლო წლის პირველ დღეს კი ღონისძიებას მოვაწყობთ და ჩვენს ბავშვებს საზეიმოდ შევხვდებით“, - გვიმხელს ქალბატონი მაია და იმასაც დასძენს, რომ სკოლაში პირველი ნაბიჯები არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მასწავლებლებისთვისაც დასამახსოვრებელი უნდა იყოს: „იმ პედაგოგებს ვგულისხმობ, ვინც წელს პირველად დაიწყებს პროფესიულ მოღვაწეობას... დიდი სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მივიღეთ ახალგაზრდა მასწავლებლები. ძალიან დიდი პატივისცემა გამოცდილ პედაგოგებს ჩემგან, მაგრამ ვცდილობ, ახალგაზრდებით შევავსოთ კოლექტივი, თუნდაც გამოუცდელი იყოს. ყოველი მათგანი საუკეთესოა და ვამაყობ, რომ ამ მიდგომამ გაამართლა“. 

საინტერესოა, რა პრინციპის ხელმძღვანელობს ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, ახალი კადრის შერჩევისას? - ქალბატონი მაია აცხადებს, რომ პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია - უნდა იყოს სერტიფიცირებული პედაგოგი, ჰქონდეს  შესაბამისი განათლება და იყოს მოტივირებული: „ყურადღებით ვეცნობით სამოტივაციო წერილს, რომელსაც გვიგზავნიან. მთავარია, პედაგოგს მოტივაცია და კარიერული წინსვლის სურვილი ჰქონდეს... სწორედ ეს უნარები განაპირობებს სასწავლო პროცესის წარმატებას...

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს; გარდა ამისა, ვცდილობთ, წავახალისოთ საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები, სასწავლო წლის შეჯამებისასაც, წარმატებულ, გამორჩეულ, აქტიურ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მადლობის სიგელებით თუ სხვადასხვა ჯილდოთი ვახალისებთ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება