სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

მასწავლებლების ხელფასი სტაჟის მიხედვითაც განსხვავდება - 5000 დოლარამდე ანაზღაურება აშშ-ში, რაც ინფლაციის ფონზე პედაგოგთა უკმაყოფილებას იწვევს 
24-07-2025
-
+


ამერიკაში მასწავლებლებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. 

საშუალო სკოლის მასწავლებლები აშშ-ში თვეში დაახლოებით 4800 დოლარს გამოიმუშავებენ. ამასთან ანაზღაურების დონე დაკავშირებულია შტატზე. მაგალითად, კალიფორნიაში მასწავლებლების საშუალო წლიური ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 95,160 დოლარს შეადგენს, მონტანაში კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, დაახლოებით 34,041 დოლარი. 

გარდა ამისა, ანაზღაურება დამოკიდებულია:

  • სასწავლო დაწესებულების ტიპზე;
  • სკოლის პრესტიჟსა და მის ადგილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო რეიტინგში;
  • შტატზე;
  • სამუშაო გამოცდილებაზე;
  • მასწავლებლის კვალიფიკაციაზე. 

სამუშაოს თავისებურება

ქვეყანაში მასწავლებლების რაოდენობა რამდენიმე მილიონი ადამიანია. მათგან 76% ქალია, 24% კი - მამაკაცი. მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა შეიძლება განსხვავდებოდეს შტატის მიხედვით, რაც ხელფასის ფორმირების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

უნივერსიტეტის, სკოლის ან საბავშვო ბაღის მასწავლებლის სამუშაო კვირა კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს, ზაფხულში ორთვიანი შვებულებით. ამ პერიოდში მასწავლებლებს სხვა დაწესებულებებში მუშაობის უფლება აქვთ.

ხელფასის ოდენობაზე ასევე გავლენას ახდენს:

  • კლასგარეშე აქტივობები;
  • სკოლის გუნდის მომზადება;
  • კლუბების ხელმძღვანელობა;
  • დამატებითი გაკვეთილების ჩატარება;
  • უმაღლესი განათლების დონე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი;
  • საჯარო სკოლებში მუშაობის დასაწყებად ჩაბარებული გამოცდების შედეგები. გამოცდები მასავლებლის ლიცენზიის მისაღებად ბარდება. 

შედეგად, მასწავლებლის ხელფასი აშშ-ი პროპორციულად იზრდება იმის მიხედვით რა ცოდნასა და გამოცდილებას დააგროვებს. 

რა განათლება მოეთხოვება პედაგოგს აშშ-ი?

აშშ-ი მასწავლებლობის მსურველები, როგორც წესი, კარიერას საბაკალავრო პროგრამით იწყებენ. ჩვეულებრივ ბაკალავრიატი 4 წელი გრძელდება. სწავლება მოიცავს - საგნობრივ ცოდნას, პედაგოგიკასა და კლასის მართვას, ფსიქოლოგიას, ინკლუზიურ სწავლებას, შეფასების მეთოდებსა და პრაქტიკას სკოლაში. სწავლის დროს მომავალი მასწავლებლები სკოლაში სტაჟირებას გადიან. აშშ-ში ასევე არსებობს მოკლე - 6-თვიანი კურსი სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც მასწავლებლობა სურთ.

განათლების დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოცდილების მიღება (ხშირად ეს ხდება გამოცდილ მასწავლებელთან ერთად წყვილში) და სწავლების ლიცენზიის მოპოვება. სხვადახვა შტატში შესაძლოა იყოს  სხვადასხვა მოთხოვნა. დიპლომის შემდეგ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ლიცენზია ან სერტიფიკატი, რომელსაც შტატის განათლების დეპარტამენტი გასცემს. დოკუმენტის მისაღებად კი საჭიროა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. გამოცდების სისტემა სხვადასხვა შტატში განსხვავდება, მაგრამ ძირითად ბარდება აკადემიური უნარ-ჩვევების პედაგოგთა ტესტი - Praxis Core და საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის შრომა აშშ-ი მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებადია, სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში მასწავლებლები თავს საკმარისად კომფორტულად ვერ გრძნობენ და აღნიშნავენ, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მათი ხელფასი არ აძლევთ საშუალებას, კარგად იკვებონ, გადასახადები გადაიხადონ, სახლი და მანქანა შეინახონ, რომ აღარაფერი ვთქვათ მოგზაურობასა და ძვირადღირებული ტექნიკის შეძენაზე. ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ მე-2 სამსახურში მუშაობაც უწევთ.  

„ჩვენი ანაზღაურება ვერ ეწევა ინფლაციის დონეს“, - აღნიშნავენ პედაგოგები

ეს კი განპირობებულია, არათანაბარი გადანაწილებით და შტატებს შორის ხელფასების დონის უზარმაზარი ვარიაციით. ამასთან, ახალგაზრდა სპეციალისტებმა, რომლებმაც ახლახან დაამთავრეს უნივერსიტეტი, მაქსიმალური ხელფასის მისაღებად საშუალოდ 5-დან 25 წლამდე უნდა იმუშაონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

კერძო სკოლა „ინტელექტის“ მოსწავლე-მასწავლებლებმა 2025-2026 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება