TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება პროექტში
19-08-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელობა, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებს, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში მონაწილეობას სთავაზობს.

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „ლაზარეს” პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” - ფარგლებში, სომხეთში, ეღეგისის რაიონში, 31 ივლისიდან 9 აგვისტომდე, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩატარდა, რომელშიც 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან პროექტში ჩაერთო სამი წარმატებული მოსწავლე - გიგა ხაღულაშვილი, დავით ჩხაიძე და მარიამ კუჭაშვილი.

მასპინძელი კი გახლდათ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორი „სათემო განვითარების ორგანიზაცია“, რომელთანაც ფონდ „ლაზარეს“ ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თითქმის 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია აქვს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროგრამას, ქართული და სომხური მხარეები ყოველ წელს მასპინძლობდნენ, თუმცა პანდემიისა და შემდგომ სომხეთის რეგიონში განვითარებული დაძაბული მოვლენების გამო, მხოლოდ წელს მოხერხდა ერთობლივ ფორმატში განახლება.

„ათდღიანი ვიზიტი ერთდროულად დატვირთული იყო სასარგებლო, საინტერესო, შემეცნებითი და გასართობი მრავალფეროვანი აქტივობებით; სომეხი და ქართველი ახალგაზრდები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ დაგეგმილ ღონისძიებებში; მათ შორის ახლო, თბილი და გულწრფელი მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რაც ქართველებსა და სომხებს შორის ისტორიული მეგობრობის გაგრძელებისა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველია.

მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ და მის ხელმძღვანელს, ბატონ რეზო შარაბიძეს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისათვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება