| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პროფესიული უნარების სააგენტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით მიზნით, მასწავლებლების გადამზადება დაიწყო.
ტრენინგში მონაწილეობს 1300 პედაგოგი და ისინი მომზადებას თბილისში, ქუთაისში, ქობულეთსა და ბათუმში მოწყობილ ტრენინგ ცენტრებში გადიან.
მისი მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული განათლების მიღებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად. წელს მისი დანერგვა 64 საჯარო სკოლაში მოხდება.
პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, კერძოდ, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, გრაფიკული დიზაინი, Front-end დეველოპმენტი, ადმინისტრაციული სერვისები, ფოტოგრაფია, ბაღის დიზაინი და სასტუმრო მომსახურება.
ინტეგრირებულ პროგრამებზე მასწავლებელთა გადამზადება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყება 15 სექტემბრიდან მე-11 კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა