| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რასაც ხელს გივი მიქანაძე აწერს.
დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ან განათლების აღიარების მიზნით, საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი ან სხვა დაინტერესებულმა პირმა, ცენტრში უნდა წარადგინოს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები. „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად მიიჩნევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელში სწავლის გაგრძელების მიზნითაც ხორციელდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება“, - ნათქვამია ბრძანებაში.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადი უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; „თანდართული დოკუმენტები ცენტრს წარედგინება ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვან დოკუმენტს თან ერთვის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ფიზიკური პირის განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადების წარდგენა ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის – (My.gov.ge) მეშვეობით“.
განცხადებას უნდა ერთოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი პირის თანხმობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება
ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას