სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მაგისტრანტობის მსურველთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
14-08-2025
-
+


საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეს, რომელიც არ ეთანხმება შეფასებას, შესაძლებლობა აქვს მიღებული შედეგი გაასაჩივროს. საპრეტენზიო განაცხადების მიიღება დაიწყება 14 აგვისტოს 10:00 საათიდან  და  18 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადები მიიღება   მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge 
 
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
 
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა  შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.
 
ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%.  გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge -  საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
 
აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
 
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე  მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაბრუნდება.
 
გაითვალისწინეთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება, გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.
 
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.  
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პირველკლასელებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ქოჩორაშვილმა

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება